Tag: 1920

400 დაღუპული მებრძოლის სია; არმია, სახალხო გვარდია, მოხალისეები

1918 წლის 26 მაისს მკვდრეთით აღმდგარი დამოუკიდებელი საქართველო თავისი არსებობის სამი წლის მანძილზე განუწყვეტელ საომარ კამპანიებში იყო ჩართული გარე და შიდა მტრებთან. დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი სამხედრო მოწინააღმდეგეები იყვნენ: წითელი რუსეთი,… Read more »

ბრიტანეთის საოკუპაციო ძალები ბათუმში 1920 წ. (19 ფოტო)

ბრიტანეთის იმპერიის ომის მუზეუმმა გამოაქვეყნა ჯ. ჰ. ვეინის კოლექციაში არსებული 19 ფოტო, რომლებიც 1920 წლის ივლისშია გადაღებული ბათუმში. ფოტოებზე ასახულია ბრიტანეთის არმიის გასვლის ცერემონია, თეთრგვარდიელი რუსების ბანაკი და სამხედრო გემები…. Read more »

დარიალის სასაზღვრო ნაწილის გაძლიერება არტილერიით. 1920 წ.

1920 წლის 11 მაისს ხელი მოეწერა ბრძანებას დარიალის სასაზღვრო ნაწილის არტილერიის ორი ოცეულით (საპოზიციო სამთო და მსუბუქი მოძრავი) გაძლიერების შესახებ. ჯამში 4 ერთეული არტსისტემა, 53 ოფიცერი და ჯარისკაცი, 20 ცხენი.

თეთრგვარდიელთა რეიდი გაგრაში. 1920 წ. 17-18 ოქტომბერი.

1920 წლის სექტემბერში თეთრგვარდიელთა ფრონტი მოიშალა და საქართველოს საზღვრებთან თავი მოიყარა რამდენიმე დაჯგუფებამ. 6 ოქტომბერს გენერალმა ვრანგელმა ქ. ადლერთან განლაგებული ე.წ “Армия Возрождения России ген. Фостикова”-ს (რომელიც დაახლ. 6.000 ჯარისკაცს… Read more »

ბრძოლა ხულოში და გოდერძის უღელტეხილთან. ივნისი 1920 წ.

აჭარა საქართველოს ჯარებმა 1920 წლის 7 ივლისს უბრძოლველად დაიკავეს, მაგრამ მთლიანობაში ოპერაციამ უსისხლოდ არ ჩაიარა. ივნისში, საწყისი პოზიციების გაუმჯობესების მიზნით ქართული არმია შევიდა ხულოში, რასაც შეიარაღებული შეტაკებები მოჰყვა. საკითხი გამოკვლელული… Read more »

საბრძოლო მოქმედებები 1920 წლის მაისში აღმოსავლეთის ფრონტზე

1920 წლის აპრილში საქართველოში ძალიან რთული სამხედრო მდგომარეობა შეიქმნა. ჩრდილოეთიდან ჩვენს საზღვრებს წითელი არმია მოადგა, რომელმაც დაამარცხა თეთრგვარდიელების მოხალისეთა არმია. დამატებითი ქართული სამხედრო ნაწილები განლაგდნენ გაგრის და სტეფანწმინდის სექტორებში, ხოლო… Read more »

ივანე პრუსეცკი, გიორგი გელაძე, სიმონ კოროშიძე

1920 წლის 15 მაისს წითელი არმიის 32-ე დივიზიასთან ბრძოლაში წითელი ხიდის მიმართულებაზე დაიჭრნენ სახალხო გვარდიის გარეკახეთის ბატალიონის მეთაური ივანე პრუსეცკი (საარტილერიო დაბომბვისას თავში), პირველი ასეულის მეთაური გიორგი გელაძე და მესამე… Read more »