რეგულარული ჯარი

რეგულარული ჯარი წარმოადგენდა ქვეყნის ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ექვემდებარებოდა სამხედრო სამინისტროს. დაკომპლექტებული იყო საყოველთაო გაწვევის წესით (1,4 და 1,8 წელი) და პროფესიონალი, ძირითადად რუსეთის იმპერიის არმიაში გამოცდილი ქართველი ოფიცრებით.

1919 წლიდან ჯარის ძირითად ბირთვს შეადგენდა სამი ქვეითი ბრიგადა. არმიის სტრუქტურაში შედიოდა საარმიო საარტილერიო ბრიგადა, ცხენოსანი დივიზიონი, ავიაცია, ფლოტილია და სხვა ნაწილები. სასაზღვრო ჯარი ასევე ექვემდებარებოდა სამხედრო სამინისტროს.

მშვიდობიან პერიოდში რეგულარული ჯარის რაოდენობა დაახლოებით 17.000 კაცს შეადგენდა. საომარი მდგომარეობის დროს, მობილიზაციის ხარჯზე, ეს რიცხვი იზრდებოდა.

არმიის პირველი ბრიგადის II ქვეითი ბატალიონი (შტაბი: სოხუმი)