ახალგაზრდულმა ლეგიონმა შეიძინა 9 ერთეული 1920 წელს გამოშვებული საფოსტო მარკა (კბილანების გარეშე), რომელიც სახალხო გვარდიის დღისადმი იყო მიძღვნილი და შესაბამისი წარწერა ჰქონდა დატანილი. 1920 წლის 12 დეკემბერს მთელს საქართველოში საგანგებოდ აღინიშნა სახალხო გვარდიის 3 წლისთავი, მართალია მობილიზირებული გვარდიის ბატალიონები სხვადასხვა ფრონტებზე იყვნენ განაწილებულნი, მაგრამ ჯარის და გვარდიის აღლუმი მაინც ჩატარდა თბილისში.
პირველი მარკა 1919 წლის 26 მაისს გამოვიდა და 3 ტიპის დიზაინით დამზადდა (ნაწილი კბილანებით და ნაწილი კბილანების გარეშე). კვადრატული (გერბით და გერბი წარწერით “საქართველო” ზომა: 20X20 მმ), მართხკუთხედი ნახატით “ქართველი ქალი” და წარწერით “საქართველოს რესპუბლიკა” ზომით: 20X30 მმ.
ყველა გრაფიკა დიდდება და შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფოსტის მარკები