სტრუქტურა

თავდაცვის მინისტრები

გრიგოლ გიორგაძე (20.11.1879 - 18.08.1937) პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, განათლებით იურისტი. ისტორიულ საკითხებზე მომუშავე პუბლიცისტი. 1918 წლის მაისიდან 1919 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა სამხედრო სამინისტროს. დარჩა საქართველოში, მუშაობდა კონსულტანტად იურიდიულ საკითხებში, თანამშრომლობდა სახელმწიფო მუზეუმთან. დააპატიმრეს 1930 წელს და გაასახლეს ყახაზეთში, სადაც დახვრიტეს 1937 წელს.

ნოე რამიშვილი (05.04.1881 - 07.12.1930). პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთერთი ლიდერი. მისი მინისტრობის პერიოდში - 1919 წლის მარტიდან 1920 წლის იანვრამდე, ჩატარდა ჯარის რეორგანიზაცია. მოკლა საბჭოთა დაზვერვის აგენტმა 1930 წელს პარიზში.

გრიგოლ ლორთქიფანიძე (02.09.1881 - 02.09.1937) პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ხელმძღვანელობდა უწყებას 1920 წლის იანვრიდან 1920 წლის დეკემბრამდე. დარჩა საქართველოში, 1921 წელსავე დააპატიმრეს და გაასახლეს რუსეთში. 1928 წელს დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ მწვავედ აკრიტიკებდა კომუნისტურ ხელისუფლებას და 1930 წელს გაასახლეს ციმბირში. 1937 წელს დააპატიმრეს, დააბრუნეს თბილისში და წამებით მოკლეს. მისი საფლავი უცნობია.

ნიკოლოზ ჭიჭინაძე (18.11.1873 - 30.09.1921) პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. 1920 წლის დეკემბრიდან 1921 წლის 18 მარტამდე ხელმძღვანელობდა სამინისტროს. დარჩა საქართველოში, დააპატიმრეს და დაავადმყოფებული გარდაიცვალა მეტეხის ციხეში. მის დაკრძალვას დიდი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია მოჰყვა.

მთავარსარდლები

ალექსანდრე გედევანიშვილი (16.02.1870 - 1933) გენერალ-მაიორი, 1917 წელს რუსეთის საიმპერიო არმიის 51-ე ქვეითი დივიზიის მეთაური. 1918 წლის ზაფხულიდან 1919 წლის გაზაფხულამდე იყო მთავარსარდლის თანამდებობაზე. 1918-1921 წლებში იკავებდა სამხედრო მინისტრის მოადგილის პოსტს.

ილია ოდიშელიძე (25.031865 - 1926) გენერალ-ლეიტენანტი. 1917 წლის ოქტომბრიდან საიმპერიო ჯარის კავკასიის არმიის მეთაური. იკავებდა მაღალ თანამდებობებს შეიარაღებულ ძალებში. 1920 წლის დეკემბრიდან 1921 წლის 16 თებერვლამდე იყო მთავარსარდალი. ემიგრირდა თურქეთში სადაც გარდაიცვალა სავარაუდოდ 1926 წელს.

გიორგი კვინიტაძე (21.08.1874 - 07.08.1970) გენერალ -მაიორი. საიმპერიო არმიის კავკასიის მე-4-ე მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი. მე-15-ე ქვეითი პოლკის მეთაური. მთავარსარდლის პოსტზე იმყოფებოდა შემდეგ პერიოდებში: 1918 წლის მაისიდან სექტემბრამდე, 1920 წლის მაისიდან იმავე წლის ოქტომბრამდე და 1921 წლის 16 თებერვლიდან 18 მარტამდე.

გენერალური შტაბის უფროსი

ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (1871 - 21 მაისი 1923). გენერალ მაიორი. რუსეთის არმიის 20-ე საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. 1918-1919 წლებში იყო გენერალური შტაბის უფროსი. 1920 წლის მაისიდან 1921 წლის თებერვალმდე სამხედრო სკოლის უფროსი. კოჯორ-ტაბახმელას ფრონტის მეთაური რუსეთ-საქართველოს ომში. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრი 1922-1923 წლებში. საბჭოთა ოკუპანტებმა დააპატიმრეს და დახვრიტეს 14 ოფიცერთან ერთად 1923 წლის 21 მაისს ვაკის პარკში.

ალექსანდრე ზაქარიაძე (15.02.1884 - 12 მაისი 1957). გენერალ მაიორი. რუსეთი არმიის კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროსი. 1918 წელს ქართული კორპუსუს შტაბის უფროსი. 1919 წლის ზაფხულიდან 1921 წლამდე გენერალური შტაბის უფროსი. წავიდა ემიგაციაში, 1923 წლიდან პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი. 1927 წლიდან დივიზიის გენერალი. მონაწილეობდა ვარშავის დაცვაში 1939 წელს, ჩავარდა ტყვედ. 1944 წელს მისცეს საფრანგეთში დასახლების უფლება.

სამხედრო სამინისტროს სტრუქტურა

საბრძოლო დროშები

ორდენები და მედლები

1918 წელს ძველი ინერციით გაიცემოდა რუსეთის არმიაში მიღებული წმ. გიორგის ჯვარი. ბოლო დაჯილდოვების შემთხვევები იყო სომხეთ-საქართველოს ომში.

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და განუწყვეტელი ომების გამო ქართული ორდენების და მედლების შემოღება სამომავლოდ გადაიდო და ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ არსებობდა რეგულარული ჯარის და სახალხო გვარდიის სამკერდე ნიშნები.

სამინისტროს და გენშტაბის მდებარეობა

1918-1921 წლებში ორივე უწყება ერთ შენობაში მდებარეობდა. კავკასიის არმიის ყოფილ შტაბში თავისუფლების მოედანზე.