მთავარი შტაბი

სახალხო გვარდიას მართავდა მთავარი შტაბი, რომელსაც ირჩევდა გვარდიის ყრილობა ერთი წლის ვადით და ამტკიცებდა მთავრობა. მთავარი შტაბი მთავრობის თავმჯდომარის მეშვეობით პირდაპირ ექვემდებარებოდა რესბუბლიკის მთავრობას, ხოლო მთავრობის სხდომაზე გვარდია წარმოდგენილი იყო ერთი სათათბირო ხმით.
მთავარ შტაბს ემორჩილებოდა საოლქო, ხოლო საოლქოს სარაიონო შტაბები. როგორც საოლქო, ასევე სარაიონი შტაბები არჩევითი იყო ერთი წლის ვადით. გვარდიის მობილიზაციის უფლება მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს – უკიდურეს შემთხვევაში კი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, ან გვარდიის მთავარ შტაბს ჰქონდა, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სასახლეში იყო განთავსებული.

შტაბის შემადგენლობა

ვალიკო ჯუღელი (1887 – 1924 თბილისი) – უცვლელი თავმჯდომარე. სახალხო გვარდიის ერთერტი დამაარსებელი. 1917-1921 წლების ყველა ომში მონაწილე. დროებით წავიდა ემიგრაციაში, ფარულად დაბრუნდა საქართველოში 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად. დააპატიმრეს თბილისში, პასტერის ქუჩაზე და დახვრიტეს 30 აგვისტოს, აჯანყების დაწყების მეორე დღეს.
ბიოგრაფია
ვალიკო ჯუღელის წერილი ა. ჩხენკელს 1923 წ. | საფრანგეთის ჯარში პრაქტიკა

ალექსანდრე დგებუაძე (1882 – 10.10.1937 ვორონეჟი, რუსეთი) – თავმჯდომარის მოადგილე. მუშა. სახალხო გვარდიის ერთერთი დამმარსებელი. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში 1917-1921 წლებში. არ წავიდა ემიგრაციაში. დააპატიმრეს 1921 წელს ნაძალადევის მუშათა კლუბში მისული სტალინის მწვავე საჯარო კრიტიკის გამო. გადაასახლეს საქართველოდან და დახვრიტეს რეპრესიების დროს.
ბიოგრაფია

ალექსანდრე მაისურაძე (1884-19.12.1918 ბოლნისი) – თავმჯდომარის მოადგილე. მუშა, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. 6 წლიანი სასჯელი მოიხადა კატორღაში. 1913 წლიდან „სახალხო უნივერსიტეტის“ ქართული სექციის თავმჯდომარე. გვარდიის ერთერთი დამაარსებელი. მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. დაიღუპა სომხეთ-საქართველოს ომში 19 თებერვალს კატერინენფელდის (ეხლანდელი ბოლნისი) ბრძოლაში, კონტრშეტევაზე გადასვლისას.
ბიოგრაფია

სილიბისტრო ჯიბლაძე (1859-1922) საპატიო წევრი. დააპატიმრეს 1921 წელს. გამოუშვეს მეტეხის ციხიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გარდაიცვალა თბილისში კონსპირაციულ ბინაში გულის უკმარისობით.
ბიოგრაფია

ვლადიმერ გიორგის-ძე ჯიბლაძე (1878-08.02.1938 მოსკოვი, რუსეთი) – მოადგილე. 1897 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. რამდენჯერმე დააპატიმრეს და გაასახლეს საქართველოდან. 1917 წელს რუსეთის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დეპუტატი. სახალხო გვარდიის ერთერთი დამაარსებელი. ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. რამდენჯერმე დააპატიმრეს (1921, 1931, 1933, 1935 და 1937 წლებში), 1922 წელს გაასახლეს საქართველოდან. დახვრიტეს მოსკოვში კომუნარკას პოლიგონზე.
ბიოგრაფია
Открытий Список: Джибладзе Владимир Георгиевич

ანდრო იაკობის-ძე ჭიაბრიშვილი (1884-1926 ის შემდეგ) – მოადგილე. 1921 წელს მცირე ხნით ცხოვრობდა სტამბოლში, მალევე დაბრუნდა საქართველოში და დააპატიმრეს. 1922 იმყოფებოდა ქ. არხანგელსკის ბანაკში. 1926 წელს გაანთავისუფლეს და მისი შემდგომი ბედი უცნობია.
ბიოგრაფია

დავით საღირაშვილი (1887-1962) – მოადგილე. დააპატიმრეს 1921 წელს. 1922 წელს გაასახლეს გერმანიაში. გარდაიცვალა ვაშინგტონში (აშშ).
ბიოგრაფია.

რუბენ აუშტროვი (1887-1937) – მდივანი. გარდაიცვალა ემიგრაციაში საფრანგეთში.
ბიოგრაფია

გოგიტა ფაღავა (1895-1924 სუზდალი, რუსეთი) – მდივანი. ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური წევრი. დახვრიტეს 1924 წელს სუზდალში, სადაც იხდიდა სასჯელს.
ბიოგრაფია

ალექსანდრე ფარნიევი (1883-1927 წლის მერე) დააპატიმრეს 1921 წელს. 1923 წელს დატოვა სოც.-დემ. პარტია. 1927 წელს იყო ტრამვაის სამმართველოს უფროსი. შემდეგომი ბედი უცნობია.
ბიოგრაფია

ზაქარია დავითის-ძე გურული (1878-1937 ქ. ტარა. რუსეთი). ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. დააპატიმრეს 1921 წელს და 1922-ში გადაასახლეს რუსეთში. 1935 წელს დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ სავარაუდოდ 1936 წელს ხელახლა დააპატიმრეს, გაასახლეს და დახვრიტეს ქ. ტარაში, რეპრესიების დროს.
ბიოგრაფია
Открытый Список: Гурули Захар Давыдович

ერმალოზ ვანოს-ძე სირბილაძე (1875 – 26.12.1937 საქართველო) მასწავლებელი და მუშათა უფლებების აქტიური დამცველი მეფის დროს. გვარდიის შტაბის წევრი 1919 წლიდან. მცირე ხნით წავიდა ემიგრაციაში, მაგრამ 1921, ან 1922 წელს დაბრუნდა საქართველოში. დახვრიტეს რეპრესიების დროს.
ბიოგრაფია

მიკირტიჩ ვარდოიანი (1871-1955) წავიდა ემიგრაციაში. გარდაიცვალა საფრანგეთში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე

ლევან პორფირის-ძე რუხაძე (1893 – 23.10.1937 სემიპალატინსკი, ყაზახეთი) – სოციალ-დემოკრატული პარტიის აქტივისტი. 1917 წლიდან მონაწილეობდა სახალხო გვარდიის დაარსებაში. ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. 1922 წელს დააპატიმრეს და იმყოფებოდა ქ. სუზდალის (რუსეთი) ციხეში. გაასახლეს ყაზახეთში და დახვრიტეს რეპრესიების დროს.
ბიოგრაფია
Открытый Список: Рухадзе Леван Парфирьевич

იაკობ ხარაში – სამხედრო პირი. სხვა ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება.

თ. შენგელია

ტ. პარკოსაძე

ვ. გოგეშვილი

ი. ქარცივაძე

ვ. მუხარინსკი

ს. გლახოიანი

ნაპოლეონ ოტიას-ძე კახიანი (1877 – 1937 ტურუხანსკი, რუსეთი). პროფესიით მუშა, დაწყებითი განათლებით. 1900 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მეფის რეჟიმის დროს რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1917 წლის შემოდგომიდან მონაწილეობდა სახალხო გვარდიის შექმნაში. მონაწილეობდა გვარდიის სამხედრო ოპერაციების უმრავლესობაში. ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში, ხელმძღვანელობდა სამხედრო ორგანიზაციების მოწყობას თბილისში. დააპატიმრეს, მიუხედავად წამებისა ვერაფერი ვერ ათქმევინეს და 1925 წლის ივლისში მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, სასტიკი იზოლაციით. გადაასახლეს ციმბირში, ქ. კამენ-ნა-ობში. 1936 წელს კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკში, სადაც დახვრიტეს 1937 წელს. რეაბილიტირებულია 1989 წელს. წყარო: “სოვლაბი”
Жертвы политического террора в СССР

მიხეილ ანდრიას-ძე ძამანაშვილი (1888-1938) – დარჩა საქართველოში. 1926 წლიდან კომპარტიის წევრი. დააპატიმრეს რესპრესიების დროს და მიესაჯა სიკვდილი 29.03.1938 წელს, ქონების კონფისკაციით.
Сталинские расстрельные списки

ბ. დგებუაძე

  • არსებობს მთავარი შტაბის 25-ვე წევრის ფოტო და ყველა მათგანი ზუსტადაა ამოცნობილი
  • 8 პიროვნების შესახებ ბიოგრაფიული მონაცემი ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი არაა. ეს დანაკლისი შეივსება ახალი მონაცემების აღმოჩენისთანავე
  • 25 პიროვნებიდან ემიგრაციაში წავიდა და იქ დამკვიდრდა მხოლოდ 3. 12 დარჩა, ან ჩამოვიდა საქართველოში, 1 დაიღუპა ფრონტზე. ვისი ბიოგრაფიაც ვიცით, მათი 80% ან საერთოდ არ წავიდა და ან არ დარჩა ემიგრაციაში!

დგებუაძე, მაისურაძე, კონიაშვილი და ჯუღელი ფრონტზე

გვარდიის პირველი წარმომადგენლობითი ყრილობა

აუშტროვი, ჭიაბრიშვილი, ?, ?, ჯუღელი, ჟორდანია, ვარდოიანი და მაისურაძე. 1918 წ.

წყარო: სია შედგა სახალხო გვარდიის ოფიციალური ჟურნალის და 1918-1921 წლების პრესის მასალების მიხედვით.
დამხმარე წყაროები: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი; საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919 (სოვლაბი), pirvelirespublika.blogspot.com; სტალინური სიები საქართველოდან;