წარმოგიდგენთ სახალხო გვარდიის იმერეთის I ბატალიონის სამეთაურო შემადგენლობის სახელობითი სიას. აღმოჩენილ ფურცლებზე დაზუსტებული არაა სიის შედგენის დრო. ცნობილია, რომ 1919 წლის სექტემბერში საოლქო შტაბის და ბატალიონის სამეთაურო შემადგენლობა მცირედით შეიცვალა.
სახალხო გვარდია ტერიტორიული პრინციპით იყო მოწყობილი. იმერეთის პირველი ბატალიონი ქუთაისის, ზემო იმერეთის, რაჭის და ლეჩხუმის რაიონების მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული.
ქუთაისის საოლქო შტაბის შემადგენლობა
თავმჯდომარე: ჭუმბურიძე ნიკოლოზ ლუკას-ძე (1886-20.11.1933 საფრანგეთი)
წევრი: კუპრაშვილი ბაჭუა (1887-28.06.1937 დახვრიტეს)
წევრი: ყიფიანი რუბენ (1883-16.02.1961 საფრანგეთი)
წევრი: ქარსელაძე ისიდორე ლევანის-ძე (1888-1971 საფრანგეთი)
საქ. მწარმოებელი: გოგოძე გიორგი ალექსანდრეს-ძე (1896-11.10.1937 დახვრიტეს)
მწერალი: ებანოიძე არჩილ ამირანის-ძე
დარაჯი: იუსა კოლია
არტელჩიკი: ქარცივაძე გიორგი ყაისარის-ძე
კაპტინარმუსი: ფრუიძე ალფესა
შტაბის წევრი მდივანი: დავითულიანი ლავრენტი სოლომონის-ძე
ბატალიონის სამეთაურო შემადგენლობა
ბატალიონის მეთაური: პაპავა კირილე გუსარის-ძე
1 ასეულის მეთაური: მახვილაძე გიორგი ეგნატეს-ძე
უმცრისი ოფიცერი: ცხონდია მამია მიხეილის-ძე (1894-15.11.1937 დახვრიტეს)
უმცროსი ოფიცერი: ერისთავი ვარლამ მიხეილის-ძე
2 ასეულის მეთაური: გველესიანი გრიგორ სილიონის-ძე (9.03.1896 – ?)
უმცროსი ოფიცერი: ცხვედიანი კონსტანტინე ნესტორის-ძე
3 ასეულის მეთაური: ძიძიგური სილოვანე ალექსანდრეს-ძე
უმცრისი ოფიცერი: იმედაძე ნესტორ ალექსის-ძე
4 ასეული: ჯანელიძე შალვა ფარნაოზის-ძე
უმცრისი ოფიცერი: რეხვიაშვილი გიორგი მაქსიმის-ძე
ტყვიისმფრქვეველთა ასეული: მაღნარაძე თეოფილე საჩინოს-ძე
უმცროსი ოფიცერი: ართილაყვა ერასტი
უმწყობრო ასეული: გალდავა ივანე თედორეს-ძე
ადიუტანტი: წულუკიძე დავით ვლადიმერის-ძე
სანიტარული განყოფილება (13 კაცი)
უფრ. ექიმი: გეგელაშვილი მიხეილ მელიტონის-ძე (1889-1956)
უმცრ. ექიმი: ვაწაძე გიორგი სპირიდონის-ძე (1883-1971)
ფერშალი: გურული ამვროსი გიორგის ძე
ფერშალი: კენჭოშვილი ნიკოლოზ ლაზარეს-ძე
ფერშალი: ავალიანი სილევან ილიას-ძე
ფარმაცევტი: თედიაშვილი გრიგოლ ლევანის-ძე
ბატალიონის რიგითი შემადგენლობა
ბატალიონში სიით ირიცხებოდა 667 რიგითი. ყველას სახელი და გვარი ცნობილია, მაგრამ შეუძლებელია ამ სტატიაში მათი მოყვანა.
ინფორმაციის წყარო:
– ეროვნული არქივი, ეროვნული საბჭოს ფონდი, სახალხო გვარდიელთა სია
– საბჭოთა წარსულის კვლევების ლაბორატორია
– სტალინური სიები საქართველოდან (ელექტრონული მონაცემთა ბაზა)
– დიდი ომის (1914-1917) გმირების სია