პორტების უფროსმა დვალიშვილმა 1920 წლის 26 აპრილს წარადგინა საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი 57 მცურავი საშუალების (გემი, ბარჟა, კატარღა და ა.შ.) სრული სია: სახელებით, მოკლე აღწერით და მდგომარეობით. წარმოგიდგენთ ყველა მცურავ საშუალებას:
ორთქლზე მომუშავე სატვირთო გემი
1). ძმები ფეოფანები
ტვირთამწეობა 80.000 ფუთი. მიემართება რემონტზე ქ. ოდესაში
კუთვნილება: შავი ზღვის რკინიგზა
2). მიხეილი (მეტსახელი: “მიხაკო”)
ტვირთამწეობა: 40.00ო ფუთი. გაირიყა და სჭირდება კაპიტალური რემონტი.
შეიარაღება: 2 ერთეული 76 მმ ქვემეხი (დიდი ალბათობით: Mark 2 – 1898), 2 ერთეული გოჩკისის 37 მმ ავტომატური ქვემეხი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
გემი “მიხეილი” 1918 წელს აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ბათუმში (ბოლომ დატოვა ქალაქი ჩაბმული ბარჟით) და ტუაპსე-სოხუმის მიმართულებით. გემს გადაყავდა დესანტი და სამხედრო ტვირთი, საცეცხლე მხარდაჭერას უკეთებდა ქვეით ნაწილებს ნაპირზე.
ქ. სოჭის ოპერაციის დროს მიხეილმა და კატერმა “მედგარმა” ზუსტი ცეცხლი გაუხსნეს ბოლშევიკების არტილერიას, რამაც მოწინააღმდეგის რიგებში პანიკა და გაქცევა გამოწივია. ამ ბრძოლაში მიხეილიც დაზიანდა. ეკიპაჟის ყველა წევრი დაჯილდოვდა წმ. გიორგის ჯვრით.
ქ. ტუაპსეს ოპერაციის დროს მიხეილმა გადასხა ქვეითი დესანტი მტრის ზურგში და კვლავ გაუმართა ბრძოლა მოწინააღმდეგის არტილერიას. ბრძოლა სახალხო გვარდიის გამარჯვებით დასრულდა, ბოლშევიკები გაიქცნენ ქალაქიდან.
ტუაპსეს მეორე ბრძოლის დროს მიხეილმა კვლავ გადასხა 140 კაციანი დესანტი, რომელიც პირველი შეებრძოლა ბოლშევიკების მრავალრიცხოვან დანაყოფს. ამავე დესანტის ევაკუაციის დროს გემმა გახარჯა მთელი საბრძოლო მარაგი, ნაპირიდან მასირებული ცეცხლის მიუხედავად საკუთარი ბორტით გადაეფარა ნაპირიდან წამოსულ ნავებს და იხსნა დაღუპვისგან. დაზიანებული გემი ოჩამჩირეში ჩამოვიდა. მიხეილი მონაწილეობდა აფხაზეთში მოქმედი ოსმალური დესანტის განადგურებაში, სწორედ მიხეილმა გაიყვანა დანებებული დესანტი ოსმალეთისკენ. განუწყვეტელი მუშაობისგან გემის აგრეგატები საჭირობდნენ რემონტს, მაგრამ ამის დრო არ იყო და მეზღვაურებს ავარიულ რეჟიმში უწევდათ მუშაობა.
საბრძოლო ოპერაციების გარდა გემი ასრულებდა ტრანსპორტის როლს და განუწყვეტლივა გადაყავდა სახალხო გვარდიის დანაყოფები და ტვირთები. 21 სექტემბერს, მორიგი რაზმის გაგრასთან გადასხმისას გემი შტორმში მოჰყვა და ნაპირზე გაირიყა. 1919 წლის თებერვალმდე ცდილობდნენ მის ამოყვანას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.
3). დობროვოლსკი
ტვირთამწეობა: 7.000 ფუთი. რემონტდება ქ. ფოთში.
ორთქლზე მომუშავე ბუქსირი
4). ჭოროხი
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს/ორგანიზაციას სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე
საბრძოლო ეპიზოდი: 1919 წლის 2 დეკემბერს ჭოროხს სოხუმიდან გაგრაში გადაჰყავდა 150 ჯარისკაცი და ტვირთი, რა დროსაც რუსულმა სამხედრო გემებმა დაატყვევეს. 6 დეკემბერს ქართულმა ფლოტმა საპასუხოდ დააკავა რუსული გემი და გემები გაცვალეს.
5). ტავრიდა
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს/ორგანიზაციას სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
6). მუშა
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს/ორგანიზაციას სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
7). ოლეჩკა
საჭიროებს კაპიტანულ რემონტს.
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს/ორგანიზაციას სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
8). ჰიდროგრაფი
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
9). ჩაიკა
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: ფოთის პორტი
მოტორ-იალქნიანი
10). ნაშ
ტვირთამწეობა: 16.000 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
11). ი.ჟ.ე.
ტვირთამწეობა: 6.500 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
12). რ.ც.ი.
ტვირთამწეობა: 6.500 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
1918 წელს სამივე გემი გერმანიის სარდლობამ არენდით გადასცა რუს ოფიცრებს.
მოტორიანი კატერი
13). ვასილ დიდი
გამართულ მდგომარეობაში
სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
14). დიანა
გამართულ მდგომარეობაში
სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
15) ჩაიკა
გამართულ მდგომარეობაში
სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
16) რუმინელი
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
17) რაბოტნიკი
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
მოტორიანი ნავი
18). კლოპი
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
19). მარია
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
20). ბუბენი
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
21). იგრუშკა
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
22). შესწიორკა
ძრავის გარეშე
23). N50 ჩქარი
გამართულ მდგომარეობაში
24). ბაიანი
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
25). გრანდი
ძრავის გარეშე
კუთვნილება: კავკასიის ოლქი
26). შიპი
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: გზათა სამინისტრო
27). კასპია
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ზურგის მესამე რაიონი
გამანადგურებელი (სადარაჯო კატარღა)
28). N521 (მედგარი)
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
29). N523
გამოირიყა ნაპირზე ქ. ფოთში და სჭირდება კაპიტალური რემონტი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
30). N525
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
31). N526
ესაჭიროება კაპიტალური რემონტი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
32). N545
იმყოფება ახალ-ათონში სოხუმის ტრავერსზე
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
ფირმა “გრინპორტის” ხუთივე სადარაჯო კატარღა დამზადებული იყო აშშ-ში რუსეთის იმპერიის ფლოტისთვის 1915-1917 წლებში. შავი ზღვის რუსულ სამხედრო ფლოტს 31 გრინპორი ჰქონდა შეიარაღებაში.
ტექნიკური მონაცემები: წყალწყვა: 14.5 ტონა; ძრავი: 525 ც.ძ. (ბენზინზე მომუშავე ორი ძრავი); სიჩქარე: 21 კვანძი; სიგრძე 18 მეტრი; სიგანე: 3 მეტრი.
შეიარაღება: 2 ერთეული 47 და 37 მმ ავტომატური ქვემეხები. 2 ერთეული 7.62 მმ ტყვიამფრქვევი.
კატარღებს უჭირდათ ღია ზღვაში შორს გასვლა, რადგან 3-4 ბალზე დიდ ტალღებს ვერ უმკლავდებოდნენ, მაგრამ ეფექტურად მოქმედებდნენ რეიდზე, ნაპირთან ახლოს და მდინარეებზე.
სამხედრო ფლოტილიის შტატში 3 კატარღა იყო: “ტარიელი”, “ავთანდილი” და “პატარა კახი”.
მოვიყვან კატარღის გამოყენების ერთ ეპიზოდს: 1919 წლის 6 დეკემბერს ქ. ფოთს მოუახლოვდა რუსული სამხედრო გემი “დუნაი”, მის შესახვედრად გავიდა “ტარიელი”. რუსებმა 75 მმ ქვემეხიდან 19 ჭურვი ესროლეს ქართულ კატარღას, რომელიც მანევრირებდა და საპასუხოდ 25 ჭურვი დაუშინა მოწინააღმდეგს, საიდანაც 3 მოახვედრა. დაზიანებულმა დუნაიმ დატოვა ფოთის მისადგომები და რუსეთისკენ გაბრუნდა.
სწრაფმავალი კატერები
33). რუსთაველი
გამართულ მდგომარეობაში იმყოფება გაგრაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
34). კაიმანი
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
დამხმარე გემები
35). N2
სარემონტო
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
36). N3
სარემონტო
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
იალქნიანი გემები
37). ბორისი N130
კაპიტალურად სარემონტო
ტვირთამწეობა: 6.000 ფუთი
38). ბუკი N125
კაპიტალურად სარემონტო
ტვირთამწეობა: 6.000 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
39). გიორგი N124
კაპიტალურად სარემონტო
ტვირთამწეობა: 6.000 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
40). დობრო
კაპიტალურად სარემონტო
ტვირთამწეობა: 8.000 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე.
41). პაკოი
კაპიტალურად სარემონტო
ტვირთამწეობა: 5.000 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე
42). წმ. ნიკოლოზი
კაპიტალურად სარემონტო
ტვირთამწეობა: 4.000 ფუთი
43). წმ. ნიკოლოზი N129
კაპიტალურად სარემონტო
ტვირთამწეობა: 3.500 ფუთი
ბარჟა
44). N4
გამართულ მდგომარეობაში
ტვირთამწეობა: 70.000 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე
45). N129
გამართულ მდგომარეობაში
ტვირთამწეობა: 60.000 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე
46). N130
გამართულ მდგომარეობაში
ტვირთამწეობა: 60.000 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე
47). N132
გამართულ მდგომარეობაში
ტვირთამწეობა: 15.000 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე
48). N133
გამართულ მდგომარეობაში
ტვირთამწეობა: 15.000 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე
49). N188
გამოირიყა ქ. სოჭთან და სჭირდება კაპიტალური რემონტი
ტვირთამწეობა: 15.000 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია. ჩამოერთვა ომის კანონით კერძო პირს სამხედრო-საგემბანო ვალდებულების საფუძველზე
50). N313
გამართულ მდგომარეობაში
ტვირთამწეობა: 40.000 ფუთი
51). სპიროსი
ტვირთამწეობა: 20.000 ფუთი
52). არისტიდისი
ტვირთამწეობა: 1(?)20.000 ფუთი
თვითმავალი (ბარჟა)
53). N33
გამართულ მდგომარეობაში
ტვირთამწეობა: 40.000 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
54). N405
გამოირიყა ქ. ფოთთან და სჭირდება კაპიტალური რემონტი
ტვირთამწეობა: 40.000 ფუთი
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
მიწის ამწოვი
55). უსახელო
გამართული
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
მცურავი ამწე
56). 50 ტონიანი N283
გამართულ მდგომარეობაში
კუთვნილება: სამხედრო ფლოტილია
57). 40 ტონიანი
კუთვნილება: ფოთის პორტი
წყარო: ეროვნული არქივი. ფონდი: 1864 საქმე: 330