არმიის ქვედანაყოფები

1919 წლის რეორგანიზაციის შემდეგ რეგულარული ჯარი შემდეგი სტრუქტურით ჩამოყალიბდა:

I საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: ქუთაისი)
1-ლი ქვეითი ბატალიონი (ქუთაისი)
მე-2 ქვეითი ბატალიონი (სოხუმი)
მე-3 ქვეითი ბატალიონი (ფოთი)
მე-4 ქვეითი ბატალიონი (ოზურგეთი)
1-ლი საარტილერიო დივიზიონი (ქუთაისი)

II საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: თბილისი)
მე-5 ქვეითი ბატალიონი (თბილისი)
მე-6 ქვეითი ბატალიონი (თელავი)
მე-7 ქვეითი ბატალიონი (თბილისი)
მე-8 ქვეითი ბატალიონი (დედოფლისწყარო)
მე-2 საარტილერიო დივიზიონი (მუხროვან-გომბორი)

III საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: გორი. 1920 წლის მიწისძვრის შემდეგ: ახალციხე)
მე-9 ქვეითი ბატალიონი (ახალციხე)
მე-10 ქვეითი ბატალიონი (გორი)
მე-11 ქვეითი ბატალიონი (ახალქალაქი)
მე-12 ქვეითი ბატალიონი (მანგლისი)
მე-3 საარტილერიო დივიზიონი (გორი - 1920 წლიდან ახალციხე)

ტფილისის სადარაჯო ათასეული (თბილისი)

საარმიო არტილერიის ბრიგადა (თბილისი)

არმიის ცხენოსანი დივიზიონი (თეთრიწყარო)

მესანგრეთა ბატალიონი (თბილისი)

სასაზღვრო ჯარის 6 ქვედანაყოფი (სოხუმი, ფოთი, ახალციხე, შულავერი, სიღნაღი, დარიალი). იხ.: სასაზღვრო ჯარი

საომარ შტატზე გადასვლის და მობილიზაციის შემდეგ, ბრიგადა დივიზიად გადაკეთდებოდა, ხოლო ბატალიონი — პოლკად. ჯარის რიგითი შემადგენლობა (რიგითები და სერჟანტები) ივსებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურით, რომლის ვადა 1.4 წელი იყო.

ცალკეული ქვედანაყოფების მშვიდობის დროის შტატები (1919 წლიდან)

  • ქვეით ბატალიონში ირიცხებოდა 683 მოსამსახურე. 40 ოფიცერი და მოხელე, 616 სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცი, 27 დაქირავებული, ან ზევადიანი. ცხენების რაოდენობა: 41, საზიდრების: 56
  • ტფილისის სადარაჯო ათასეულის შტატი: 686 მოსამსახურე. 29 ოფიცერი და მოხელე, 641 სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცი, 16 დაქირავებული, ან ზევადიანი. ცხენების რაოდენობა: 13, საზიდრების: 9
  • ცხენოსან დივიზიონში ირიცხებოდა 633 მოსამსახურე. 39 ოფიცერი და მოხელე, 559 სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცი, 35 დაქირავებული, ან ზევადიანი. ცხენების რაოდენობა: 568, საზიდარი: 42, მოტიციკლი: 2
  • მესანგრეთა ბატალიონის შტატი: 587 მოსამსახურე. 32 ოფიცერი და მოხელე, 537 სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცი, 18 დაქირავებული, ან ზევადიანი. ცხენი: 12, საზიდავი: 5
  • ცალკეული საავტომობილო ასეულის შტატი: 282 მოსამსახურე. 20 ოფიცერი და მოხელე, 200 სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცი, 62 დაქირავებული, ან ზევადიანი; ავტომობილი: 59, მოტოციკლი: 12