შეიარაღება

1918-1921 წლების შეიარაღებული ძალების შეიარაღების და ტექნიკის ყველზე გავრცელებული ერთეულები

შაშხანები

მოსინის შაშხანა (რუსეთი. კალიბრი: 7.62X54). ქვეითების ძირითადი იარაღი. რაოდენობა: დაახლ. 50-55.000 ერთ.

Ross Rifle (კანადა. კალიბრი: 7.7X56). ამ შაშხანების დაუდგენელი რაოდენობა გვერგო 1920 წლის სომხეთის ტრანზიტიდან. ცნობილია, რომ მე-7 ბატალიონის 250 მოხალისე Ross Rifle -ით შეაიარაღეს, ქვედანაყოფი იდგა ფონიჭალას სიმაღლეებზე (იხ. მოხალისე ღამბაშიძის მოგონებები).

ვეტერლი (შვეიცარია-იტალია. კალიბრი: 10.35X47). იარაღის დეფიციტის გამო რუსეთის იმპერიამ შაშხანების მცირე პარტია შეიძინა სასწავლო და ზურგის ნაწილებისთვის. 1917 წლის ბოლოს ამ შაშხანებით შეიარაღდა სახალხო გვარდიის პირველი დანაყოფი თბილისში, თუმცა მოსინების შოვნის შემდეგ აღარ გამოიყენებოდა მასიურად. რაოდენობა: რამდენიმე ასეული.

ტყვიამფრქვევები

1910 წ. მოდ. მაქსიმის დაზგის ტყვიამფრქვევი (რუსეთი). რაოდენობა: რამდენიმე ასეული


ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი ლუისი (ბრიტანეთი). რაოდენობა: დაახლ. 220.

ტანკები

MK V (ბრიტანეთი); რაოდენობა: 2; ვიდეო | დეტალური ინფორმაცია ქართულ ტანკებზე

ჯავშანმანქანები


ოსტინი (რამდენიმე). სახელი: "სამშობლო", "გლეხი", "ინტერნაციონალი" და "ბრძოლა". გარფორდი (1 ერთეული) სახელად "პროლეტარი". ნაპიერი (1 ერთეული), სახელად "საქართველო" და ბალოკ-ლომბარდი (1-2 ერთეული). ჯამში 10-მდე ჯავშანმანქანა.

ჯავშანმატარებლები

თბილისის რკინიგზის სახელოსნოების ჯავშანმატარებლები. სულ დამზადდა 7 ერთეული. აქედან 3 დაიკარგა 1918 წელს სომხეთთან ომში. 1920 წელს დამზადდა 3 ერთეული. შეიარაღება: 2-4 ცალი 76 მმ ქვემეხი და 12-20 ტყვიამფრქვევი. პერსონალის რაოდენობა: 80-90 მებრძოლი.

არტილერია

1909 წ. მოდ. 76 მმ სამთო ქვემეხი (რუსეთი). რაოდენობა: დაახ. 115 ერთეული. ქართული ჯარის ძირითადი საარტილერიო საშუალება.

1902 წლის მოდ. 76 მმ საველე ქვემეხი (რუსეთი). რაოდენობა: რამდენიმე

1909 წლის მოდ. 122 მმ ჰაუბიცა (რუსეთი). რაოდენობა: რამდენიმე

114 მმ ჰაუბიცა (ბრიტანეთი). რაოდენობა: რამდენიმე

ავტომობილები და მოტოციკლები

1919 წლის 18 აგვისტოს N176 ბრძანებით რეგულარული ჯარის საავტომობილო დაკმაყოფილების ნუსხაში აღნიშნულია: 36 მსუბუქი ავტომობილი, 42 სატვირთო მანქანა, 3 სანიტარული და 8 დამხმარე. ჯამში: 89 მანქანა და 30 მოტოციკლეტი. ამას უნდა დავამატოთ სახალხო გვარდიაში არსებული რამდენიმე ათეული ავტომობილი და მოტოციკლი. ჯამში სავარაუდოდ გამოდის დაახლ. 150-160 ერთეული მოტორიზებული საშუალება. საინტერესოა, რომ მოტოციკლების უმეტესობა "ჰარლი დევიდსონის" იყო.

გამოყენებული მასალა: "საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიის და სახალხო გვარდიის შეიარაღება" (დ. სილაქაძე) თბილისი, 2017 წ.