საჰაერო ძალების აღწერა (საიდუმლო) 15.01.1921

ქართული არმიის სოპვიჩ ქემელი

1921 წლის 15 იანვარს საჰაერო ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა მიხეილ მაჭავარიანმა სამობილიზაციო განყოფილებას გაუგზავნა ტელეფონოგრამა, სადაც აღწერა მის დაქვემდებარებაში მყოფი საავიაციო რაზმი. 1921 წლის ომის წინ ქართულ ავიაციაში მსახურობდა:

- 27 ოფიცერი
- 5 მოხელე
- 1 ექიმი
- 135 სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცი
- 122 მობილიზაციით გაწვეული ჯარისკაცი
- 51 დაქირავებული

შეიარაღებაზე იყო:

- 17 თვითმფრინავი
- 6 ცხენი
- 8 ავტომობილი
- 75 შაშხანა 6.200 ვაზნით
- 10 ტყვიამფრქვევი 3.795 ვაზნით

განყოფილება: საჰაერო ძალები
წყარო: ეროვნული არქივი