ქვედანაყოფები
გვარდია იყოფოდა რეგულარულ და კადრირებულ (მშვიდობიან პერიოდში ფუნქციონირებდა შემცირებული შემადგენლობით. მობილიზაციის დროს ივსებოდა რიგითებით და გადადიოდა სრულ საომარ შტატზე) ქვედანაყოფებად.
რეგულარული ქვედანაყოფების სია და დადგენილი შტატი 1919 წლის რეორგანიზაციის შემდეგ ასეთი იყო:
● თბილისის საგანგებო ქვეითი ბატალიონი - 538 კაცი
მეთაური: პოლკოვნიკი ცომაია (1921 წ.)
3 ქვეითი ასეული, მეტყვიამფრქვევეთა ნახევარასეული, მეკავშირეთა ნახევარასეული
● ცხენოსანი დივიზიონი - 456 კაცი
მეთაური: გოგი ხიმშიაშვილი. ორი ასეული (ესკადრონი), მეტყვიამფრქვევეთა და მესანგრეთა ნახევარასეულები, არტილერიის ოცეული 2 ქვემეხით
● საარტილერიო ბრიგადა - 612 კაცი, 20 ქვემეხი
მეთაური: კარგარეთელი (1920-1921 წ.)
ორი მსუბუქი ბატარეა, ორი სამთო ბატარეა, ერთი ჰაუბიცების ბატარეა
● საგანგებო ტყვიისმფრქვეველთა რაზმი - 157 კაცი
● ჯავშნოსან ავტომობილთა ასეული - 89 კაცი, 4 ჯავშნოსანი
● ჯავშნიანი რკინიგზის რაზმი - 114 კაცი, 2 ჯავშანმატარებელი
● საინჟინრო ასეული - 77 კაცი
- 1920 წელს საარტილერიო ბრიგადამ მიიღო 2 ახალი ინგლისური ჰაუბიცა და დაიმატა 35 კაცი.
- ჯავშანმატარელებთა რიცხვი გაიზარდა ოთხამდე: N1 „რესპუბლიკელი“, N2 „მუშა“, N3 „სიკვდილი ან გამარჯვება“ და N4 „თავისუფლების სიმაგრე“.
- 1920 წლის ზაფხულიდან გვარდიას დაემატა სატანკო დივიზიონი, რომელშიც შევიდა ჩრდ. კავკასიიდან უკანდახეული რუსეთის თეთრი გვარდიის კუთვნილი და ჩვენთვის გადმოცემული 2 ინგლისური ტანკი Mark-V, თუმცა მათი გარემონეტება ვერ მოხერხდა და ანგარში იდგნენ, სადაც ეცნობოდა არმიის და გვარდიის პირადი შემადგენლობა, 1921 წელს ტანკები წაიღეს რუსეთში.
სახალხო გვარდიის რეგულარული ქვედანაყოფები შტატით ითვლიდა: 2.113 კაცს, 30-ზე მეტ ქვემეხს, 4 დაჯავშნულ ავტომობილს, 4 ჯავშანმატარებელს და რამდენიმე ათეული მსუბუქ და სატვირთო ავტომობილს.
სახალხო გვარდიის კადრირებულ ქვეით ბატალიონებში მშვიდობის დროს ირიცხებოდა ოფიცრების და ჯარისკაცების მცირე რაოდენობა (დაახლ. ასეულის დონის). მობილიზაციისას ბატალიონი 24, ან 48 საათში უნდა შევსებულიყო პირადი შემადგენლობით, რომელთა საორიენტაციო რაოდენობა 1919 წლის შტატით ასეთი იყო:
● თბილისის I ბატალიონი (ნაძალადევი) - 600 კაცი
მეთაური:
● თბილისის II ბატალიონი (სადგურ-რკინიგზა და ვერა) – 600 კაცი
მეთაური:
● თბილისის III ბატალიონი (ორთაჭალა, ავლაბარი, ნავთლუღი) – 600 კაცი
მეთაური:
● თბილისის IV ბატალიონი (ბორჩალო, მანგლისი) – 750 კაცი
მეთაური:
● გარეკახეთის ბატალიონი (საგარეჯო და მარტყოფი) – 500 კაცი
მეთაური: ივანე პრუსეცკი
● კახეთის I ბატალიონი (თელავი, თიანეთი) – 600 კაცი
მეთაური:
● კახეთის II ბატალიონი (სიღნაღი, გურჯაანი და ჰერეთი) – 450 კაცი
მეთაური:
● დუშეთის ბატალიონი (დუშეთი და ყაზბეგი) – 600 კაცი
მეთაური:
● ქართლის I ბატალიონი (გორი, ცხინვალი და ქვემოჭალა) – 750 კაცი
მეთაური:
● ქართლის II ბატალიონი (ხაშური და ბორჯომი) – 600 კაცი
მეთაური:
● ახალციხის ბატალიონი (ახალციხე) – 450 კაცი
მეთაური:
● იმერეთის I ბატალიონი (ქუთაისი, რაჭა) – 750 კაცი
მეთაური: პაპავა კირილე გუსარის-ძე
● იმერეთის II ბატალიონი (სამტრედია და ხონი) – 750 კაცი
მეთაური: აკაკი კვიტაიშვილი
● იმერეთის III ბატალიონი (შორაპანი და ჭიათურა) – 450 კაცი.
მეთაური: ტრიფონ ლაბაძე
● სამეგრელოს I ბატალიონი (სენაკი, აბაშა და ფოთი) – 600 კაცი
მეთაური:
● სამეგრელოს II ბატალიონი (ზუგდიდი და წალენჯიხა) – 600 კაცი
მეთაური:
● სოხუმის ბატალიონი (სოხუმი, გუდაუთა და გალი) – 450 კაცი
მეთაური:
● გურიის ბატალიონი (ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩუხატაური) – 750 კაცი
მეთაური: ნ. ხომერიკი
სულ: 12 ოლქი, 35 რაიონი და 18 ქვეითი ბატალიონი დაახლ. 1.200 კაცი სრული დროით და 10.850 ნაწილობრივად მომსახურე.
1920 წლის ზაფხულში სახალხო გვარდიას დაემატა ბათუმის ბატალიონი (მეთაური: კვაშალი), თუ ვივარაუდებთ რომ ის 500 მებრძოლისგან შედგებოდა, გვარდიის სამობილიზაციო რესურსი 11.300 მებრძოლამდე ავა.
1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გვარდიამ, დაახლოებით 10-11.000 მებრძოლის მობილიზება შეძლო.
წყარო: დიმიტრი სილაქაძე. "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურისა და რიცხოვნობის საკითხისათვის". საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. შრომები ტ.3 თბ.2011 გვ.334-348