1920 წლის 15 მაისს წითელი არმიის 32-ე დივიზიასთან ბრძოლაში წითელი ხიდის მიმართულებაზე დაიჭრნენ სახალხო გვარდიის გარეკახეთის ბატალიონის მეთაური ივანე პრუსეცკი (საარტილერიო დაბომბვისას თავში), პირველი ასეულის მეთაური გიორგი გელაძე და მესამე ასეულის მეთაური სიმონ კოშორიძე.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე მათ შესახებ ჩვენთვის არაფერი არაა ცნობილი, შემონახულია მხოლოდ ფოტოები.
წყარო: “თეატრი და ცხოვრება” 1920. ეროვნული ბიბლიოთეკა