ეროვნული საბჭოს სამხედრო კომისიას საველე შტაბიდან გაეგზავნა მოხსენება თბილისში განლაგებული რეგულარული ჯარის სამხედრო ნაწილების დისლოკაციის ადგილების შესახებ. გთავაზობთ ნაწილების ჩამონათვალს (თანამედროვე ენით) მცირე აღწერით:
მე-5-ე მსროლელი პოლკი
დისლოკაცია: საპიორის ქუჩა N21. კავკასიის მესანგრეთა ბატალიონის ყოფილი ყაზარმა.
სქემაზე N43 არის ოპერა, ხოლო N44 მე-5-ე პოლკის ყაზარმა, ანუ თაბუკაშვილის N27
მე-7-ე მსროლელი პოლკი
დისლოკაცია: არსენალის ქვეითთა ყაზარმა. კავკასიის პირველი მსროლელი პოლკის ყოფილი ყაზარმა. საბჭოთა პერიოდში არსენალში განთავსდა სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების შენახვის ბაზა (1995 წლამდე) და 144-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადა. არსენალი გაიყიდა კერძო ფირმაზე და მთლიანად დანგრეულია 2020 წლის მდგომარეობით.
N78 და N79 არის არსენალის ქვეითი პოლკების ყაზარმები
დარიალის ბატალიონი
გაურკვეველია რომელ დანაყოფზეა საუბარი. სავარაუდოდ მთიულების ის რაზმი იგულისხმება, რომელიც მაზნიაშვილმა ჩამოაყვანინა თბილისის გარნიზონის გასაძლიერებლად.
დისლოკაცია: არსენალის ქვეითთა ყაზარმა. კავკასიის პირველი მსროლელი პოლკის ყოფილი ყაზარმა
თბილისის მსროლელი ბატალიონი
დისლოკაცია: არსენალის ქვეითთა ყაზარმა. კავკასიის პირველი მსროლელი პოლკის ყოფილი ყაზარმა
რუსების და გერმანელების პოლკი
გაურკვეველია რომელ დანაყოფზეა საუბარი, სავარაუდოდ რუსების და გერმანელთა საბჭოებმა ლტოლვილებისგან დროებით შექმნეს რუსულ-გერმანული რაზმი
დისლოკაცია: აღმაშენებლის გამზირზე. მაშინდელი მიხაილოვის N55 -ში. ზუსტი მდებარეობა გაურკვეველია.
მე-2-ე საარტილერიო ბრიგადა
დისლოკაცია: საბურთალოს საარტილერიო ყაზარმა. საბჭოთა პერიოდში ყოფილ სამხედრო ბაზაზე გაიყვანეს გზა და ააშენეს ცირკი. ზოგიერთი შენობა დღემდე შემორჩენილია.
1-ლი ცხენოსანი პოლკი
დისლოკაცია: ისანი. ნიჟეგოროდის დრაგუნთა ცხენოსანი პოლკის (Нижегородский 17-й драгунский полк) ყოფილი ყაზარმა. აღსაღნიშნავია რომ იმპერიის პერიოდში პოლკის ოფირების დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველი იყო. ქეთევან წამებულის გამზირი, მეტრო სადგურ “ისნის” გადაღმა ხელმარცხნივ. საბჭოთა პერიოდში ყაზარმებში განათავსეს კავშირგაბმულობის სასწავლო ბატალიონი და მე-100-ე მოტომსროლელი დივიზიის დანაყოფები. დღეს: კორპუსები და ავტობაზრობა. ყაზარმების უმეტესობა აღარ არსებობს.
საავიაციო ასეული და სასწავლო ნაწილი
დისლოკაცია: ნავთლუღი. ზუსტი ადგილი გაურკვეველია. დამატებითი ინფორმაცია
მეკავშირეთა ასეული
დისლოკაცია: მუშტაიდის ბაღი. კონრეტულად რომელ შენობაში გაურკვეველია
მესანგრეთა ბატალიონი
დისლოკაცია: ყოფილი თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელის (Тифлисское пехотное юнкерское училище) შენობა. 1919-1921 წლებში შენობაში განთავსებული იყო სამხედრო სკოლა და სახალხო გვარდიის რაზმი, ხოლო საბჭოთა პერიოდში საარტილერიო სასწავლებელი. 2000 იან წლებში შენობა გაიყიდა და ძირითადად კერძო ფირმების ოფისებია განთავსებული. დამატებითი ინფორმაცია
მესანგრეთა მეორე ასეული
დისლოკაცია: დიდი მთავრის ქუჩა N26. ეხლანდელი დიმიტრი უზნაძის ქუჩა. რომელ შენობაზეა საუბარი გაურკვევლია.
მოხსენების ორიგინალი
ავტორი: პაატა გიგაური