საფანგეთის არმიის სენ-მიქსენის ქვეითთა სასწავლებელში ჩასარიცხად საჭირო საბუთების შეგროვებისას, თბილისის სამხედრო სკოლის ყოფილმა მეთაურმა ა. ჩხეიძემ 1921 წლის 6 აგვისტოს დაწერა ანოტაცია ხუთ იუნკერზე, რომლებიც შემდგომში ჩაირიცხნენ სასწავლებელში და წარმატებით დაასრულეს ის.
ანოტაციას (ყველა გრაფიკა დიდდება) თან ერთვის გენერალ გ. კვინიტაძის შეფასებაც. ეს იუნკრები იყვნენ:
ნიკოლოზ გიორგის-ძე თოხაძე
ალექსანდრე სიმონის-ძე კინწურაშვილი
ალექსანდრე დავითის-ძე ჯინჭარაძე
გიორგი ზაქარიას-ძე ოდიშელიძე
ივანე ასლანის-ძე ვაჩნაძე
წყარო: ეროვნული არქივი