Tag: სახალხო გვარდია

ძვირფას ამხანაგების ხსოვნას (ი. კ-ძე)

სტატიაში ასახულია სოციალ-ფედერალისტური პარტიის სამხედრო ნაწილის საბძოლო მოქმედებები 1917-1921 წლებში. ბრძოლის უშუალო მონაწილე იხსენებს თანამებრძოლებს და განვლილ გზას. სტატიაში აღწერილია ბათუმის თავდაცვის რაზმის ბრძოლა თურქ ოკუპანტებთან, სადაც სტატიის ავტორი ტყვედ… Read more »

“ჩემი პასუხი” (გ. კვინიტაძე)

ნოე ჟორდანიას გარდაცვალების შემდეგ გამოიცა მისი მოგონებები “ჩემი წარსული”, სადაც სუბიექტურად და დამახინჯებით იყო გაშუქებული სამხედრო თემატიკა. ამ მოგონებების პასუხად გ. კვინიტაძემ 1954 წელს დაწერა ბროშურა “ჩემი პასუხი”, სადაც არგუმენტირებულად… Read more »

მდგომარეობა ლოჭინის ხიდთან 23-24.02.1921 წ

სახალხო გვარდიის თბილისის ერთერთი ბატალიონის უცნობი წევრი მოკლედ აღწერს ლოჭინის ხიდთან (ეხლანდელი ლილო მოლი – სოფ. წინუბანი) მოწყობილ პოზიციებს და 23-24 თებერვლის ბრძოლას. სტატია დაიბეჭდა გაზეთ „ერთობაში“ 1921 წლის 5… Read more »

ივანე პრუსეცკი, გიორგი გელაძე, სიმონ კოროშიძე

1920 წლის 15 მაისს წითელი არმიის 32-ე დივიზიასთან ბრძოლაში წითელი ხიდის მიმართულებაზე დაიჭრნენ სახალხო გვარდიის გარეკახეთის ბატალიონის მეთაური ივანე პრუსეცკი (საარტილერიო დაბომბვისას თავში), პირველი ასეულის მეთაური გიორგი გელაძე და მესამე… Read more »

შეტაკება ზემო როკასთან 1920 წ. 22 ივნისს

საგაზეთო სტატიაში აღწერილია სოფელ ზემო როკასთან 1920 წლის 22 ივნისს მომხდარი სახალხო გვარდიის რაზმის ბოლო შეტაკება ოს ტერორისტებთან (მეთაური მათე სანაკოევი), რომლებიც დამარცხებულები რუსეთში გარბოდნენ. “მე ავედი ზემო როკაში. ჩემთან… Read more »

მაზნიაშვილის ოპერაცია ტუაპსეს ჩრდილოეთით

1918 წლის ზაფხულში გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილს დაევალა აფხაზეთის გაწმენდა აჯანყებული კომუნისტებისგან, სახალხო გვარდიის და არმიის დანაყოფებმა ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი. რუსეთის იმპერიის მაიკოპ-ტუაპსე-სოჭის ზონა კომუნისტურმა ანარქიამ მოიცვა, უკუქცეულები სოჭის ოლქში… Read more »

სახალხო გვარდია და სოფლის მეურნეობა

სახალხო გვარდიაში არსებობდა სასოფლო-სამეურნეო განყოფილება, რომელმაც 1919 წლის 17 ოქტომბრიდან გარდაბნის რაიონში აიღო სახნავ-სათესი მიწის ფართი და მიუხედავად მძიმე პირობებისა მოიყვანა მოსავალი (ხორბალი, ქერი, ბოსტნეული) და აამუშავა ფერმა, პროდუქცია ნაწილდებოდა… Read more »