შეტაკება ზემო როკასთან 1920 წ. 22 ივნისს

საგაზეთო სტატიაში აღწერილია სოფელ ზემო როკასთან 1920 წლის 22 ივნისს მომხდარი სახალხო გვარდიის რაზმის ბოლო შეტაკება ოს ტერორისტებთან (მეთაური მათე სანაკოევი), რომლებიც დამარცხებულები რუსეთში გარბოდნენ.
“მე ავედი ზემო როკაში. ჩემთან მხოლოდ 30 მებრძოლი და 2 ტყვიამფრქვევი იყო. გადავწყვიტე ბოლო ბრძოლა გამემართა. ტოტო გაგლოევს ვუბრძანე 12 მებრძოლთან ერთად ტყეში გამაგრებულიყო. დანარჩენ 18 მებრძოლთან და 2 ტყვიამფრქვევთან ერთად წისქვილის მოსახვევთან გავმაგრდი. მენშევიკების რაზმის გამოჩენისთნავე გავხსენით ცეცხლი. როცა მოვიგერიეთ სამი შეტევა, მოწინააღდეგე შეეცადა სიმაღლეებით შემოევლო, მაგრამ ტოტო გაგლოევის რაზმს გადააწყდა და დანაკარგების შემდეგ უკან დაიხია. ცეცხლი გაგვიხსნა არტილერიამ .. ჩვენი საუკეთესო ტყვიამფრქვევი გაფუჭდა, ვაზნები გამოგველია და გადავწყვიტეთ უკან დაგვეხია. მე ვუბრძანე ვასილი სანაკოევს გაეფუჭებინა ორივე ტყვიამფრქვევი, ხოლო მებრძოლები გადარბენებით წავიდნენ” (ტერორისტ მათე საკანოევის მოგონებები). დაახლოებით ამ მომენტიდან აღწერს შეტაკებას უცნობი ქართველი გვარდიელიც, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში.

წყაროები:
“ერთობა” 1920 წ, N152
respublikarso.org/history