გთავაზობთ იუნკრების ასეულის ოფიცრების და რიგითი შემადგენლობის სახელობით სიას და მოკლე ინფორმაციებს მათ შესახებ. იმედია მომავალში მოხერხდება იუნკრებზე სრული ინფორმაციის შეგროვება და ცალკე წიგნად გამოცემა.
მადლობელი დაგრჩებით თუ მოგვაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციებს იუნკრების შესახებ: legionerebi@gmail.com
იუნკერთა ასეულის ოფიცრების სახელობითი სია 1921 წ.
ასეულის მეთაური: მაიორი არჯევან არჯევანის-ძე ანანიაშვილი მოკლეს ტაბახმელას ბრძოლის დასაწყისში 19 თებერვალს არტილერიის პოზიციებთან, შორიდან გამოსროლილი ტყვიით. იუნკერთა ასეულის მეთაური გახდა სამხედრო სკოლის ნაცვალთა (სერჟანტთა) ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური მაიორი ნესტორ გარდაფხაძე.
I ოცეულის მეთაური: კაპიტანი მიხეილ ალექსანდრეს-ძე შავდია. დაიჭრა 24 თებერვალს N4 პოზიციაზე კონტრშეტევის დროს.
II ოცეულის მეთაური: კაპიტანი გრიგოლ ილიას-ძე ჯაფარიძე
III ოცეულის მეთაური: კაპიტანი დომენტი თეიმურაზის-ძე ჩოჩუა.დაიჭრა 24 თებერვალს N4 პოზიციაზე კონტრშეტევის დროს.
IV ოცეულის მეთაური: კაპიტანი ვარლამ ხოშტარია. დაიჭრა 24 თებერვალს N4 პოზიციაზე კონტრშეტევის დროს.
საინჟინრო ოცეულის მეთაური: კაპიტანი ირაკლი თოიძე. მოკლეს 19 თებერვალს, ტაბახმელას დასავლეთით მთის ფერდზე, კოჯრიდან დაშვებულ წითელარმიელებთან შეტაკების დროს.
საარტილერიო ოცეულის მეთაური: კაპიტანი დავით ივანეს-ძე ქარუმაძე
ცხენოსანი ოცეულის მეთაური: კაპიტანი გიორგი ალექსანდრეს-ძე სულხანიშვილი
მეტყვიამფრქვევეთა ოცეულის მეთაური: ლეიტენანტი ანდრონიკაშვილი. დაიჭრა ერთერთი შეტაკების დროს.
იუნკრების სახელობითი სია (180 იუნკერი). 1920-1921 წ;
ის იუნკრები, რომლებსაც არ აქვთ მითითებული განყოფილება, მსახურობდნენ ქვეით ნაწილში.
აბაშიძე სიმონი (1900-1978) – საინჟინრო განყოფილება. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში.
აბაშიძე ვარლამი – დაიჭრა. ჩაირიცხა პოლონეთის სამხედრო სასწავლებელში.
აბაშიძე კონსტანტინე – ?
აბულაძე პროკოფი (1898 – 1931) – საარტილერიო განყოფილება. ბიოგრაფია.
ანდრონიკაშვილი გიორგი – ?
ამირეჯიბი დიმიტრი – დაიჭრა.
არჯევანიძე ალექსანდრე – ?
აღნიაშვილი ნიკოლოზი (1901 – 1927) – პოლონეთის არმიის ოფიცერი. ბიოგრაფია.
ავალიშვილი შალვა (1897 – 10.10.1938) – დაიჭრა ტაბახმელას ფრონტზე. დარჩა საქართველოში, მსახურობდა წითელ არმიაში. 63-ე ქართული მსროლელი დივიზიის სამხედრო პროკურატურის მდივანი. წოდება – სამხედრო იურისტი. დააპატიმრეს 02.03.1938 წელს, მიუსაჯეს 4 წელი. დახვრიტეს იმავე წლის 10 ოქტომბერს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შინსახკომის განსაკუთრებული განყოფილების ბრალდებით, როგორც სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომელიც გეგმავდა შეიარაღებულ გამოსვლას საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით.
ანდრონიკაშვილი არჩილი – ?
აფხაიძე ტიმოთე – ?
აღლაძე ირაკლი – დაიჭრა
ასათიანი მამუკა (- 1924?) – დაიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით დახვირტეს 1924 წლის აჯანყების დროს. დასაზუსტებელია ფოტოს იდენტურობაც.
ახვლედიანი ალექსანდრე ( – 19.02.1921) – დაიღუპა ტაბახმელას დასავლეთით მთის ფერდზე, კოჯრიდან მოიერიშე რუსებთან შეტაკების დროს.
ბარნაბიშვილი ივანე – ფრონტზე არ ყოფილა, დატოვეს თბილისში.
ბარნაბიშვილი მიხეილ – ?
ბარამიძე ბენია ( – 1924?) – დარჩა საქართველოში. მონაწილეობდა ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. დაუზუსტებელი ინფორმაციით დახვრიტეს 1924 წლის აჯანყების დროს.
ბაქარაძე ბენია – ?
ბალახვანელი საველი – პოლონეთის არმიის ოფიცერი. 33-ე ქვეითი პოლკის ლეიტენანტი. გარდაიცვალა 1939 წლამდე პოლონეთის ქ. ლომჟაში.
ბალუაშვილი გიორგი (1899 – 01.1938) – საინჟინრო განყოფილება, დაიჭრა 19 თებერვლის ბრძოლაში. დარჩა საქართველოში. მსახურობდა საქართველოს წითელ არმიაში პოლკის საინჟინრო ნაწილის მეთაურად. წოდება: მე-3 რანგის სამხედრო ინჟინერი. შინსახკომის მე-5 განყოფილების ბრალდებით დახვრიტეს 1938 წლის იანვარში, როგორც საიდუმლო სამხედრო ორგანიზაციის წევრი და ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზატორი.
ბაქრაძე ვახტანგი – საარტილერიო განყოფილება.
ბახუტაშვილი სიმონი ( – 1922) – გარდაიცვალა ვარშავაში სამხედრო სკოლაში სწავლის პერიოდში.
ბოკუჩავა გრიგოლი – არ დაასრულდა სწავლა პოლონეთის სამხედრო სკოლაში. დროებით ცხოვრობდა გერმანიაში. გარდაიცვალა ქ. ვარშავაში 1939 წლამდე.
ბურჭულაძე ვლადიმერი – ავადმყოფობის გამო იყო ხანგრძლივ შვებულებაში.
გაბუნია კონსტანტინე – ?
გენძეხაძე შალვა – ?
გლავაცკი ალექსანდრე – ?
გიორგაძე ვლადიმერი – დაიჭრა
გიგინეიშვილი ვასილი – არ მიუღია მონაწილეობა ბრძოლაში.
გარსიაშვილი ნიკოლოზი – საინჟინრო განყოფილება
გეგეჭკორი ვალერიან – ?
გეთია მიხეილი – ?
გელაძე მიხეილი – ?
გელაშვილი სპირიდონი – ?
გოგოლაშვილი ნიკოლოზი – დაიჭრა
გორდეზიანი ამბროსი – დაიჭრა
დათებაშვილი აკაკი –
დანელია ნიკოლოზი –
დონაძე გედევანი – ?
დადიანი მიხეილი – საცხენოსნო განყოფილება. მსახურობდა პოლონეთის არმიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს შეუერთა გერმანიის არმიის ქართულ ფორმირებებს და იბრძოდა ბატალიონ ბერგმანის შემადგენლობაში. დასახლდა აშშ-ში.
დგებუაძე ნიკოლოზი – დაიჭრა.
დოლიძე პლატონი ( – 1921) – გარდაიცვალა ტაბახმელას ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისგან.
ერისთავი შალვა (1897 – 24.02.1921) – ცნობილი ფეხბურთელი. დაიღუპა N4 სანგრის აღების დროს 24 თებერვალს.
ერქომაიშვილი ალექსანდრე – ?
ვაჩნაძე ივანე (10.04.1899 – 23.04.1976) – საცხენოსნო განყოფილება. დაამთავრა სენ-მიქსენის სამხედრო სკოლა (საფრანგეთი). მსახურობდა უცხოურ ლეგიონში, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მიღებული აქვს რამდენიმე ფრანგული მედალი და ოდენი. ბიოგრაფია
ვაჩნაძე დავითი – ?
ვახვახიშვილი ნიკოლოზი – დაიჭრა
ვერულაშვილი ვასილი – საარტლერიო განყოფილება
ვეფხვაძე ივანე – დაიჭრა
ზაუტაშვილი იოსები – დაიჭრა. პოლონეთის არმიის არტილერიის ოფიცერი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
ზალდასტანიშვილი გიორგი – დაიჭრა
ზედგენიძე გიორგი – ?
თარხნიშვილი ალექსანდრე – ?
თაყაიშვილი პლატონი – პოლონეთის არმიის ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფის მეთაური. ცხოვრობდა და გარდაიცვალა პოლონეთში.
თინიკაშვილი ბორისი – ვერ აიტანა მიგრაცია და ფსიქიური აშლილობით დაბრუნდა საქართველოში 1922 წელს.
თოხაძე ნიკოლოზი (13.02.1901 – 01.03.1975) – საარტილერიო განყოფილება. დაამთავრა სენ-მიქსენის სამხედრო სკოლა საფრანგეთში. მსახურობდა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მეორე მსოფლიო ომის და აზიის საომარი კამპანიების მონაწილე. რამდენიმე ფრანგული მედლის და ორდენის კავალერი.
იაშვილი გრიგოლ – მსახურობდა პოლონეთის არმიაში. 1939 წელს დააპატიმრეს რუსებმა და 10 წლით გაასახლეს ციმბირში. დაჭლექდა და ნება მისცეს თბილისში დაბრუნებულიყო, სადაც მალევე გარდაიცვალა.
იაშვილი სიმონი – დაიჭრა. დარჩა საქართველოში. რეპრესიები არ შეხებია. იუნკერ გრიგოლ იაშვილის ძმა.
იაშვილი კონსტანტინე – დაიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით დახვირტეს 1937 წელს.
იაშვილი ალექსანდრე – დაიჭრა
იაკობაშვილი პავლე ( – 19.02.1921) – საინჟინრო განყოფილება. დაიღუპა ტაბახმელას დასავლეთით მთის ფერდზე, კოჯრიდან მოიერიშე რუსებთან შეტაკების დროს.
იოსელიანი ტიმოთე – ?
ივანიძე ნიკოლოზი – ?
ისკანდერაშვილი ვახტანგი – საარტილერიო განყოფილება
იოსავა აბესალომი – დაიჭრა
კავსაძე ვლადიმერი – ?
კალანდარიშვილი დავითი – ?
კასრაძე ვასილი – ?
კერესელიძე ივანე – ?
კანდელაკი ლევანი ( – 1921) – დაიღუპა სოფელ ტაბახმელას დაცვის დროს.
კობიაშვილი სიმონი (28.07.1902 – 1976) – პოლონეთის არმიის ოფიცერი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში ბრიგადის შტაბის უფროსად. გარდაიცვალა აშშ-ში.
კვიკვიძე მიხეილი – მსახურობდა პოლონეთის არმიაში.
კვინიხიძე მიხეილი – ?
კინწურაშვილი ალექსანდრე (1900 – 25.06.1976) – დაამთავრა სენ-მიქსენის სამხედრო სკოლა საფრანგეთში. მსახურობდა უცხოურ ლეგიონში. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. რამდენიმე ფრანგული და ბრიტანული ორდენის კავალერი. ბიოგრაფია.
კვალიაშვილი მიხეილი – პოლონეთის არმიის ოფიცერი. იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ. 1945 წელს დააპატიმრეს რუსებმა და 11 წელი იმყოფებოდა გადასახლებაში ციმბირში, სასჯელის მოხდის შემდეგ დაბრუნდა პოლონეთში.
კეზელი ლევანი ( – 1922) – გარდაიცვალა ვარშავაში (პოლონეთი) სამხედრო სკოლაში სწავლის პერიოდში მძიმე ავადმყოფობისგნ.
კაკაბაძე დავითი – ?
კაკაბაძე ილია – ?
კეკუაძე კლემენტი – ?
კელენჯერიძე დავითი – ?
კვარაცხელია გრიგოლი – არ მიუღია ბრძოლაში მონაწილეობა
კუმარიტაშვილი ალექსანდრე – დაიჭრა
კიკიანი გრიგოლი – საინჟინრო განყოფილება. დაიჭრა სკოლაზე თავდასხმის დროს 1920 წ. 2 მაისს. მსახურობდა პოლონეთის არმიაში.
ლაღიძე დიმიტრი (1900 – 10.06.1938) – საცხენოსნო განყოფილება. სწავლობდა ათენის სამხედრო აკადემიაში (საბერძნეთი), 1923 წლიდან პოლონეთის არმიის ოფიცერი. საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა 1932 წელს. შინსახკომის სამეულის გადაწყვეტილებით მიესაჯა დახვრეტა ჯაშუშური საქმიანობის ბრალდებით.
ლაღიძე ალექსანდრე – არ უბრძოლია, ტიფით იყო ავად და იწვა სამხედრო სკოლის ლაზარეთში.
ლაპაური ნიკოლოზი – ?
ლაღიძე დავით (ლადო?) – საარტილერიო განყოფილება. პოლონეთის არმიის არტილერიის ოფიცერი. მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა გერმანიის წინააღმდეგ. დასაფლავებულია ინგლისში.
ლობჟანიძე ილარიონი – სწავლობდა ათენის სამხედრო აკადემიაში (საბერძნეთი), 1923 წლიდან პოლონეთის არმიის ოფიცერი.
ლეჟავა ვასილი – ?
ლოსაბერიძე გობრონი – ?
ლომკაცი გიორგი – ?
ლოლაძე კონსტანტინე – დაიჭრა
ლორთქიფანიძე ოთარი ( – 24.02.1921) – დაიღუპა 24 თებერვლის ხელჩართულ ბრძოლაში რუს კურსანტებთან, მესხიშვილის საარტილერიო ბატარეასთან ახლოს.
ლორთქიფანიძე ალექსანდრე – დაიჭრა
ლორთქიფანიძე ირაკლი –
ლულუა მიხეილი ( – 1921) – დაიღუპა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე.
მათიკაშვილი ნიკოლოზი – სწავლობდა ათენის სამხედრო აკადემიაში (საბერძნეთი), 1923 წლიდან პოლონეთის არმიის ოფიცერი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში გერმანიის წინააღმდეგ.
მაჩაბელი ივანე – ფრონტზე არ ყოფილა, იყო ავად.
მახარაძე ლადო (ვლადიმერი) ( – 1939) – საარტილერიო განყოფილება. პოლონეთის არმიის საარტილერიო დივიზიის შტაბის უფროსი. დაიღუპა გერმანიასთან ომის დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად 1939 წელს.
მატახერია ლავრენტი – ?
მაყაშვილი ბორისი – სამხედრო სკოლაზე თავდასხმის დროს დაღუპულ იუნკერ მიხეილ მაყაშვილის ძმა. ბოლო მომენტში ჩამოვიდა გემიდან და არ წავიდა ემიგრაციაში. მორიგი დაკითხვის დროს შინსახკომის გამომძიებელს დაარტყა, საპასუხოდ სასტიკად სცემეს და დიდხანს აღარ უცოცხლია.
მარკოზაშვილი ლავრენტი – ?
მდივანი დავით – ?
მირზაშვილი რევაზ – დაიჭრა
მორჩაძე დავით – დაიჭრა
მრელაშვილი გიორგი – პოლონეთის არმიის ოფიცერი.
მამუჩაიშვილი დავით – დაიჭრა
მიქაძე სერგო – საცხენოსნო განყოფილება
მჭედლიშვილი აპოლონი – ?
ნანუაშვილი ივანე (01.01.1902 — 1974) – სწავლობდა ათენის სამხედრო აკადემიაში (საბერძნეთი), 1923 წლიდან პოლონეთის არმიაში. მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა გერმენიის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდა. 1939-1944 წლებში იმყოფებოდა ტყვეობაში. 1944 წელს გაქცევა მოახერხა და იბრძოდა იტალიაში. 1948 წლიდან ცხოვრობდა ლონდონში. გარდაიცვალა აშშ-ში, სან-ფრანცისკოში.
ნიკოლაიშვილი ნიკოლოზი – ?
ნაცვლიშვილი ფარნაოზი – საცხენოსნო განყოფილება. პოლონეტის არმიის ოფიცერი. 1922 წელს ჭურვის აფეთქების გამო ცალი თვალით დაბრმავდა. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში გერმანიის წინააღმდეგ.
ნიკოლაძე შოთა (1899 – 1963) – საარტილერიო განყოფილება. 1928 წელს პარიზში არჩილ ზურაბიშვილთან ერთად აღადგინა სპორტული საზოგადოება “შევარდენი”.
ოდიშელიძე გიორგი (25.11.1899 – 1970) – დაამთავრა სენ-მიქსენის სამხედრო სკოლა (საფრანგეთი). მსახურობდა უცხოურ ლეგიონში. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში გერმანიის წინააღმდეგ. საფრანგეთის რამდენიმე ორდენის და მედლის კავალერი.
ოქროპირიძე ზაქარია – ?
ოქროპირიძე იოსები – ?
ომარაშვილი ნეოფიტე – ?
რატიშვილი გიორგი (ტატო) – საარტილერიო განყოფილება. პოლონეთის არმიის არტილერიის კაპიტანი. პოლონეთის ოკუპაციის დროს დააპატიმრეს რუსებმა და მოკლეს ბანაკში.
რიჟამაძე მელენტი – – საინჟინრო განყოფილება
რცხილაძე ნიკოლოზი – საარტილერიო განყოფილება
სამხარაძე ბაგრატი – დაიჭრა
საღინაშვილი გიორგი – დაიჭრა
საღინაშვილი ევგრაფი –
საღინაშვილი ნიკოლოზი – დაიჭრა
სიმონიშვილი ივანე – დაიჭრა
სომხიანცი მელიქი – პოლონეთის არმიის ოფიცერი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. გარდაიცვალა ინგლისში.
სიდამონ-ერისთავი ნიკოლოზი – საარტილერიო განყოფილება
სიდამონ-ერისთავი ილია – ?
სხირტლაძე არკადი (26.01.1902 – 1940) – პოლონეთის არმიის კაპიტანი. მფრინავი. დახვრიტეს რუსებმა კატინის ტყეში 1940 წელს. მისი 16 წლის შვილი ირინა მონაწილეობდა ვარშავის აჯანყებაში 1944 წელს და დაიღუპა გერმანელებთან შეტაკების დროს. ბიოგრაფია
სისაკოვი არამი – ?
ტატიშვილი ზურაბი – დაიჭრა
ტატიშვილი ალექსანდრე – დაიჭრა
ტროყაშვილი მიხეილი – ?
ტყეშელაშვილი ირაკლი – ?
ტურაშვილი გიორგი – (1901- 25.05.1977). იბრძოდა ტაბახმელაში. 1922 წლიდან პოლონეთის არმიაში. მსახურობდა კრაკოვის მე-6 პოლკში. იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ 1939 წელს. მამაცობისთვის დაჯილდოვდა “ვირტუტი მილიტარის” უმაღლესი ორდენით. 1957 წლიდან კრაკოვის ცხენოსანი კლუბის წევრი.
უგრეხელიძე ვიტალი (1901 – 15.01.1983) – პოლონეთის არმიის ოფიცერი. მეორე მსოფლიო ომის აქტიური მონაწილე გერმანიის წინააღმდეგ. არ დარჩა საბჭოთა პოლონეთში, გადასახლდა ინგლისში და გარდაიცვალა ლონდონში. ბიოგრაფია.
ფანცულაია ალექსანდრე – ?
ფავლენიშვილი რევაზი – ?
ფურცელაძე გიორგი – ტიფით იყო ავად, მკურნალობდა თბილისის საავადმყოფოში.
ფურცელაძე შალვა – საარტილერიო განყოფილება. დაუზუსტებელი ინფორმაციით დაიღუპა 1924 წლის აჯანყების დროს.
ფერაძე ისიდორე – საინჟინრო განყოფილება. დაიჭრა
ფერაძე პავლე – ?
ფხაკაძე ვასილი – ?
ქაჯაია ვასილი – დაიჭრა
ქობულია მიხეილი – ?
ღოღობერიძე მიხეილი – საარტილერიო განყოფილება
ყიფიანი დავითი – პოლონეთის არმიის ოფიცერი. ქვეითი ჯარის კაპიტანი. მსახურობდა ინსტრუქტორად. თავი მოიკლა 1939 წლამდე.
ხიდირბეგიშვილი მიხეილი – დაიჭრა
ხუციშვილი დიმიტრი – დაიჭრა
ხუხუნი კლემენტი – საარტილერიო განყოფილება
ხუნდაძე გედევანი – ?
ხიმშიაშვილი ალექსანდრე – ?
ხინველი ისაკი – დაიჭრა
ხელაძე ვალერიანი – საინჟინრო განყოფილება. არ მიუღია მონაწილეობა ბრძოლაში სამსახურის გამო. პოლონეთის არმიის ოფიცერი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში გერმანიის წინააღმდეგ.
ცერცვაძე ზაქარია – ?
ციბაძე ვლადიმერი – საინჟინრო განყოფილება
ციციშვილი კონსტანტინე – ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია
ცქიტიშვილი გიორგი – დაიჭრა
წითლანაძე თადეოზი – საარტილერიო განყოფილება. პოლონეთის არმიის არტილერიის ოფიცერი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცხოვრობდა პოლონეთში.
წიკლაური ვლადიმერი – დაიჭრა
შავდია დავითი – ?
შვანგირაძე ონისიმე – ?
ჩაჩიბაია კლემენტი – ?
ჩაჩავა მიხეილი – ?
ჩილოჩავა ალექსანდრე – დაიჭრა
ჩხეიძე გრიგოლი – დაიჭრა
ჯანდიერი იოსები ( – 24.02.1921) – დაიღუპა 24 თებერვლის ხელჩართულ ბრძოლაში რუს კურსანტებთან, მესხიშვილის საარტილერიო ბატარეასთან ახლოს.
ჯანდიერი არჩილი – ?
ჯავახიშვილი გიორგი – პოლონეთის არმიის ოფიცერი. ქვეითი ჯარის კაპიტანი. იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში. გარდაიცვალა ინგლისში.
ჯამასპიშვილი ივანე – ?
ჯანდიერი ილია ( – 1921) – გარდაიცვალა ჭრილობისგან.
ჯაფარიძე ალექსანდრე – ?
ჯაფარიძე ნიკოლოზი – დაიჭრა
ძულიაშვილი გიორგი – ტიფით იყო ავად. არ იმყოფებოდა ფრონტზე.
ჭანკვეტაძე ვახტანგი – ?
ჭუბაბრია დავით – საინჟინრო განყოფილება
ჭირღლაძე სოლომონი – დაიჭრა
ჯინჭარაძე ალექსანდრე (I) (1896 – 1970) – დაამთავრა სენ-მიქსენის სამხედრო სკოლა (საფრანგეთი). მსახურობდა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.
ჯინჭარაძე ალექსანდრე (II) – ?
ჭოღოშვილი სერგო – ?
იუნკრების ასეულის დანაკარგი
1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა 11 (2 ოფიცერი და 9 რიგითი) და დაიჭრა 42 (7 მსუბუქად, 22 საშუალოდ, 13 მძიმედ) იუნკრების ასეულის მებრძოლი.
: ფოტოები :
: წყაროები :
– ოთარ ჯანელიძე: “ახალი მასალა ქართული სამხედრო სკოლის ისტორიისთვის”.
– იუნკერ მათიკაშვილის და დადიანის მოგონებები.
– ეროვნული ბიბლიოთეკა.
– იუნკრების ორგანო: “მხედარი” და 1920-1921 წლების პრესა.
– პოლკოვნიკ ა. ჩხეიძის მოგონებები.
– ა. მიქაბერიძე: “პოლკოვნიკ ნიკოლოზ თოხაძის ცხოვრება და კარიერა 1901-1975” (ინგლ.)
განსაკუთრებული მადლობა ისტორიკოს გ. მამულიას და ა. ჭეიშვილს მასალების მოწოდებისთვის.