ვასილ ტარიელის ძე ჯავრიშვილი (1889 - 1940?)

ვასილ ტარიელის ძე ჯავრიშვილი (10.10.1889 – 1940 (?)
დაბადების ადგილი: თბილისის გუბერნია
ოჯახი: მეუღლე - ვერა ვლიაევა (?). შვილი - კონსტანტინე (1914 - 1977), კადრის ოფიცერი, ალპინისტი და გეოლოგი.

ნამსახურეობის ნუსხა

29 ივლ. 1907 - სიმბირსკის კადეტთა კორპუსიდან გადავიდა პავლოვის სამხედრო სასწავლებელში რიგით იუნკრად.
17 დეკ. 1908 - მიენიჭა წოდება იუნკერი უნტეროფიცერი.
8 აგვ. 1909 - მიენიჭა პოდპორუჩიკის წოდება და დაინიშნა აღმოსავლეთ ციმბირის მე-2 ნაღმმტყორცნელთა დივიზიონში
ნოემბ. 1909 - დაინიშნა დივიზონის სასწავლო რაზმის მეთაურად
დეკ. 1909 - ინიშნება დივიზიონის სადაზვერვო რაზმის მეთაურად
31 აგვ. 1912 - მიენიჭა პორუჩიკის წოდება
აგვ. 1914 - მეორე ბატარიის მეთაურის წოდებაში აგზავნიან გერმანიის ფრონტზე.
29 ნოემ. 1914 - მამაცობისთვის დაჯილდოვდა წმ. ანას IV ხარისხის ორდენით
16. თებ. 1915 - თავის გამოჩენისთვის დაჯილდოვდა წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით
17 აპრ. 1915 - მამაცობისთვის დაჯილდოვდა წმ. ანას III ხარისხის ორდენით
6 იანვ. 1915 - მამაცობისთვის მიენიჭა შტაბს-კაპიტანის წოდება
24 თებ. 1916 - მიენიჭა კაპიტნის წოდება
8 სექ. 1916 - დაჯილდოვდა წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენით
19 მარ. 1917 - დაჯილდოვდა წ. ანას II ხარისხის მედალით
24 მარტ. – 18 ნოემბ. 1917 - დივიზიონის მეთაური
პირველი მსოფლიო ომის დროს სამჯერ დაიჭრა მძიმედ.

5 თებ. 1918 - დატოვა ფრონტი და ჩავიდა ქართველ მეომართა კომიტეტში ქ. მოსკოვში
24 თებ, 1918 - დაინიშნა ქართული კორპუსის ნაღღმტყორცნელთა საარტილერიო დივიზიონის მერე ბატარეის მეთაურად
20 ივნ. – 1918 - მეორე საარტილერიო დივიზიონის მეთაური
25 ივნ. 1918 - საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება
30 სექ. 1918 - დაინიშნა არმიის საარტილერიო ბრიგადის I დივიზიონის მეთაურად
5 მარტ. 1919 - დაინიშნა ამავე ბრიგადის ნაღღმტყორცნელთა დივიზიონის მეთაურად
5 აგვ. 1919 - ინიშნება არმიის საარტილერიო დივიზიონის I ბატარეის მეთაურად
19 თებ. 1921 - დაინიშნა არმიის საარტილერიო დივიზიონის მეთაურად

2 ოქტ. 1921 - დაინიშნა ქართული წითელი არმიის საარტილერიო დივიზიის (დვიზიონის?) მეთაურად
15 თებ. 1922 - სამობილიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილე
6 მარტ. 1923 - სამობილიზაციო განყოფილების უფროსი
16 აგვ. 1923 - დაინიშნა ქართული მსროლელი დივიზიის საარტილერიო პოლკის მეთაურად

1925 წელს შევსებულ ნამსახურების ნუსხაში ინფორმაცია წყდება. 1934 წელს მოსკოვში გადაღებულ ფოტოზე ჩანს რომ ისევ მოქმედ არმიაშია. დახვრიტეს სავარაუდოდ 1940 წელს.

წყარო:
- ეროვნული ფოტომატიანე, ირაკლი ვართაგავას კოლექცია.