დავით გიორგის-ძე კოკაია (26.06.1890 — 30.09.1937)


სახალხო გვარდიის სამეგრელოს I ბატალიონის (სენაკის) უფროსი ოფიცერი. მეტყვიამფრქვეველთა რაზმის უფროსი ინსტრუქტორი. 1924 წლის აჯანყების აქტიური მოანწილე

დაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია, სენაკის მაზრა, სოფ.ნაგებერაო (ეხლ. მარტვილის რ-ნი)
ოჯახი: წინაპრები იყვნენ სასულიერო წოდების წარმომადგენლები, მოღვაწეობდნენ სოფ. ნაგებერაოს წმ.გიორგის ეკლესიაში
მეუღლე: აღათია დათას ას. კეკელია ( 1892-1948), შვილი: ალექსანდრე (1920-1993)

1911-1917 წ.: მსახურობდა ქ. კიევის ბენდერის 132-ე ქვეით პოლკში, რომელიც I მსოფლიო ომის პერიოდში მონაწილეობდა გალიციის, ლვოვის (უკრაინა), პერემიშლის, გორლიცის (პოლონეთი), მიტავას (ლატვია) და სხვა ოპერაციებში
1914 წ: მიენიჭა უფროსი უნტერ-ოფიცრის წოდება, მამაცობისათვის დაჯილდოვდა წმ.გიორგის IV ხარისხის ჯვრით. დაინიშნა პოლკის ფელდფებელის თანამდებობაზე
1915 წ.: მიენიჭა პოდპრაპორშჩიკის წოდება
26.09.1915 წ. — მამაცობისათვის დაჯილდოვდა წმ.გიორგის III და II ხარისხის ჯვრებით
4.11.1915 წ. — იმპერატორის სახელით, დიდი მთავრის გიორგი მიხეილის ძე რომანოვის მიერ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა წმ.გიორგის I ხარისხის ჯვრით
1917 წ.: მიენიჭა პრაპორშჩიკის წოდება. დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში

14.11.1919 წ.: დაინიშნა სახალხო გვარდიის სამეგრელოს I ბატალიონის (სენაკის) უფროს ოფიცრად. იყო მეტყვიამფრქვეველთა რაზმის უფროსი ინსტრუქტორი
1920 წ.: ბატალიონი მონაწილეობდა აზერბაიჯანის, ცხინვალის ფრონტებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში
1921 წ.: თებერვალში იბრძოდა თბილისის მისადგომებთან რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ

26.05.1922 წ. — როგორც საბჭოთა ხელისუფლების აქტიური და შეურიგებელი მოწინააღმდეგე ხელმძღვანელობდა სენაკის მაზრასა და რესპუბლიკაშიც ფართოდ გახმაურებულ სოფ.ბანძის მოწაფე-ახალგაზრდობის გამოსვლებს

1923 წ.: მეტეხის ციხის პოლიტპატიმარი

1924 წ.: საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის (დამკომი) სამეგრელოს რეგიონალურმა კომიტეტმა აჯანყების მოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველსაყოფად ბანძის რაიონში (მოიცავდა 10 სოფელს) პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა დააკისრა დავით (დათიკო) კოკაიას. აჯანყების დამარცხების შემდეგ 28 თანამებრძოლთან ერთად თავი შეაფარა სვანეთს

1927-1934 წ.: გადასახლებაშია, ქ. ასტრახანში. იქვე დააპატიმრეს და ბრალად დადეს გადასახლებულ ქართველთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა. გადაასახლეს ნიჟეგოროდის მხარეში, შემდეგ ქ. ალატირში (ჩუვაშეთის რესპ.)

25.12.1936 წ.: დააპატიმრეს საკუთარ სახლში, სოფ.ბანძაში (ეხლ. მარტვილის რ-ნი). გაასამართლა სამხედრო კოლეგიამ, მუხლი 58-10 (აგიტაცია-პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას)

30.09.1937 წ: დახვრიტეს

რეაბილიტაცია: მოხსნილია აღრიცხვიდან სსრკ შსს-ს 09.07-1954 წლის № 00567 ბრძანებულების და სსრკ სახ. უშიშროების კომიტეტის 12.08-1954 წლის № 00511 ბრძანებულების საფუძველზე, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. საქ. უზენაესი სასამართლოს 24.03-1960 წლის განჩინების საფუძველზე სახელმწ. პოლიტსამმართველოს განყ-ის კოლეგიის დადგენილება გაუქმდეს და საქმის წარმოება შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო