1919 წლის 22 ნოემბერს გამოიცა ბრძანება სანაპირო ჯარებისადმი, სადაც აღნიშნულია მათი წარმატება კონტრაბანდასთან და საზღვრის დამრღვევებთან ბრძოლაში ოქტომბრის თვეში. სასაზღვრო დაცვის 6-მა რაზმაა დააკავა 65 კონტრაბანდისტი და 59 საზღვრის დამრღვევი. ბრძანებას ხელს აწერენ პოლკოვნიკები: კაკაბაძე და შტაბის უფროსი მუსხელიშვილი