ქართული ჯარი არტაანი-ართვინი-აჭარისწყალის რაიონში | ა. ჩხენკელი 09.1920

საგარეო საქმეთა მინიტრმა ა. ჩხენკელმა და გენერალური შტაბის უფროსმა ა. ზაქარიაძემ შემოიარეს ფოცხოვი-არტაანი-ართვინი-ბორჩხა-აჭარისწყალის რაიონი და მოინახულეს იქ განლაგებული ქართული საჯარისო დანაყოფები (რეგულარული ჯარის: მე-12-ე, მე-9-ე, 1-ლი ბატალიონების, ქართველ-მუსულმანთა ცხენოსანი დივიზიონის და სანაპირო ჯარის ქვედანაყოფები). ქართულმა ჯარმა აღნიშნული რაიონი 1919 წლის გაზაფხულზე დაიკავა სერვერ ბეგის აჯანყების ჩახშობის დროს. ჩხენკელმა პარლამენტის სამხედრო კომისიას წარუდგინა მოხსნება, რომელსაც მცირე კომენტარებით გთავაზობთ.

ჯახ-სუ მდებარეობდა თანამედროვე პოსოფის მიდამოებში, რომელიც ფოცხოვის ცენტრია და ქ. არტაანს 75 კილომეტრითაა დაშორებული.

მე-12 ბატალიონის და სანაპირო ჯარის ქვედანაყოფების მდებარეობა მოხსენების მიხედვით: ქ. არტაანის მარცხენა სანაპირო ციხესიმაგრის რაიონში და მარჯვენა სანაპიროს (სომხეთის კონტროლქვეშ) ყაზარმებში ერთი ოცეული. ნიკოლაეკვაში და შადევანში ცალკეული პოსტები.

არტანუჯი და ართვინი. მე-9-ე ბატალიონის დანაყოფების განლაგება

ბორჩხა-ართვინი-არტანუჯი-არტაანი (არდაგანი)-ფოცხოვის რაიონი ქართულმა ჯარმა (მე-11-ე პოლკი და მე-12-ე ბატალიონის ნაწილი) დატოვა 1921 წლის 23 თებერვალს, ოსმალეთის ულტიმატუმის შემდეგ. საბოლოოდ რაიონი რუსეთმა გადასცა ოსმალეთს 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებით.

ავტორი: პაატა გიგაური
წყარო: ეროვნული არქივი; ფოტოგრაფ პროსკუდინ-გორსკის სამახსოვრო გვერდი;