რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა რათა ეშოვნა შეიარაღება და ვაზნები ევროპიდან, რომლებიც ძალიან გვაკლდა. ამ მცდელობიდან ბევრი არაფერი გამოვიდა, მაგრამ 1920 წლის მარტში იტალიის მთავრობამ ქ. ბოლონიაში განთავსებული პიროტექნიკის ლაბორატორიასთან (Laboratorio Pirotecnico Militare Bologna) არსებული საარტილერიო არსენალის საწყობებში მოიძია 2.095.000 ერთეული რუსული კალიბრის 7.62X54 მმ ვაზნა და 20 მარტს ქ. ბრინდიზიდან და შემდეგ ქ. ტარანტოდან ორი გემით გამოაგზავნა საქართველოსკენ. პირველი გემი იყო Mirabello-class destroyer “Carlo Alberto Racchia”, ხოლო მეორე საქართველოს კუთვნილი ტრანსპორტი “მერანი”.
ეს ვაზნები საკმარისი იყო დაახლ. 12.000 ჯარისკაცის 3 საბრძოლო კომპლექტის შესავასებად (1 საბრძოლო კომპლექტი = 60 ვაზნაზე დათვლით).
გამანადგრებელი “რაკია” ამ მისიის შესრულების შემდეგ მალევე, 21 ივნისს აფეთქდა ნაღმზე და ჩაიძირა ქ. ოდესასთან ახლოს, სადაც მიაცილებდა რუსი ტყვეებით სავსე იტალიურ ტრანსპორტებს ქ. კონსტანტინოპოლიდან. ინციდენტისას დაიღუპა 12 და დაიჭრა 8 მეზღვაური.
წყარო: ეროვნული არქივიბოლონიის პიროტექნიკის ლაბორატორია და არსენალიგამანადგურებელი “რაკია” 1916 წელს ფირმა ანსალდოს ვერფში