Tag: ნეკროლოგი

სახალხო გვარდიის 77 დაღუპული მებრძოლის ფოტოგალერეა

გაზეთ “სახალხო გვარდიელში” (სულ გამოვიდა 6 ნომერი) ქვეყნდებოდა სახალხო გვარდიის დაღუპული მებრძოლების ფოტოები, გთავაზობთ ყველა მათგანს. სამწუხაროდ გვარდიამ გაცილებით მეტი მებრძოლი დაკარგა და ფოტოგალარეაში მხოლოდ მცირე ნაწილია შეტანილი. სამოელ ბაქანიძე… Read more »

ექვთიმე კუკულაძე (1894 – 08.12.1918)

ოფიცერი ექვთიმე დავითის-ძე კუკულაძე მსახურობდა სასაზღვრო ჯარში. იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ ბათუმის და ოზურგეთის ბრძოლებში, ახშობდა კომუნისტების აჯანყებას ლეჩხუმის მაზრაში და დაიღუპა სომხეთთან ომში ლორეს რაიონში. დაკრძალულია სოფელ ზემო აკეთში. წყარო:… Read more »

ნესტორ მიმინაშვილი (1897-16.12.1918)

სახალხო გვარდიის ოფიცერი. მონაწილეობდა რამდენიმე საომარ კამპანიაში. დაიღუპა სადგურ ახტალაში (ლორეს ხეობა) სომხეთთან ომში. ომის შემდეგ გვამი ამოიცნეს ნათესავებმა და გადმოასვენეს თბილისში. წყარო: “თეატრი და ცხოვრება” 1919 წ. N2

ილია გაგნიძე (1899? – 11.05.1918)

ქართული კორპუსის VII პოლკის სადაზვერვო რაზმის ჯარისკაცი ილია გაგნიძე მონაწილეობდა თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში არდაგანის ფრონტზე, სადაც თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა ჯარისკაცმა. მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში 1918 წლის 11 მაისს თბილისში. წყარო:… Read more »