გაზეთ “სახალხო გვარდიელში” (სულ გამოვიდა 6 ნომერი) ქვეყნდებოდა სახალხო გვარდიის დაღუპული მებრძოლების ფოტოები, გთავაზობთ ყველა მათგანს. სამწუხაროდ გვარდიამ გაცილებით მეტი მებრძოლი დაკარგა და ფოტოგალარეაში მხოლოდ მცირე ნაწილია შეტანილი. სამოელ ბაქანიძე… Read more »
ოფიცერი ექვთიმე დავითის-ძე კუკულაძე მსახურობდა სასაზღვრო ჯარში. იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ ბათუმის და ოზურგეთის ბრძოლებში, ახშობდა კომუნისტების აჯანყებას ლეჩხუმის მაზრაში და დაიღუპა სომხეთთან ომში ლორეს რაიონში. დაკრძალულია სოფელ ზემო აკეთში. წყარო:… Read more »
სახალხო გვარდიის ოფიცერი. მონაწილეობდა რამდენიმე საომარ კამპანიაში. დაიღუპა სადგურ ახტალაში (ლორეს ხეობა) სომხეთთან ომში. ომის შემდეგ გვამი ამოიცნეს ნათესავებმა და გადმოასვენეს თბილისში. წყარო: “თეატრი და ცხოვრება” 1919 წ. N2
ქართული კორპუსის VII პოლკის სადაზვერვო რაზმის ჯარისკაცი ილია გაგნიძე მონაწილეობდა თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში არდაგანის ფრონტზე, სადაც თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა ჯარისკაცმა. მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში 1918 წლის 11 მაისს თბილისში. წყარო:… Read more »