ქართული ტანკი ბერლინში

Mk V ნომერი: 9186 “Дерзкий” (ლუგანსკი, უკრაინა)

რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ინგლისმა და საფრანგეთმა კომუნისტების წინააღმდეგ მებრძოლ “თეთრ გვარდიას” მიაწოდეს 74 ტანკი. მათ შორის ინგლისური მძიმე ტანკ Mk V-ს ორი ვერსია: საარტილერიო და ტყვიამფრქვევებით. ტანკს შეიარაღებაზე ჰქონდა: ორი 57 მმ ქვემეხი და 4 (ან 6) ტყვიამფრქვევი. ეკიპაჟში 8 კაცი შედიოდა, სავსე ავზით შეეძლო 72 კმ-ს გავლა და 8 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებდა.

1920 წლის გაზაფხულზე სტეფანწმინდაში შემოვიდა ჩრ. კავკასიიდან უკანდახეული გენერალ ერდელის დაჯგუფება, რომლებიც განაიარაღეს და ორი ბრიტანული ტანკი Mk V (N9330 და N9146) ჩამოვართვით, ტანკებმა გველეთის ხიდამდე თავისი სვლით იარეს, მაგრამ გაფუჭდნენ, დაშალეს და თბილისში ურმებით ჩამოიტანეს.
ორივე ტანკი სახალხო გვარდიის ჯავშნოსან საავტომობილო სატანკო დივიზიონში ჩარიცხეს. მიუხედავად მცდელობებისა, ტანკების მწყობრში ჩაყენება ვერ მოხერხდა და 1921 წელს წითელ არმიას ნადავლად დარჩა.


1921 წლის მაისში ორივე ტანკი ჩამოართვეს საქართველოს წითელ არმიას და რუსეთში გააგზავნეს როგორც “ქართველი ხალხის საჩუქარი”, სადაც 1930 წლამდე ირიცხებოდნენ წითელი არმიის შემადგენლობაში. 1938 წელს ტანკი N9146 მოხვდა სმოლენსკში როგორც სამუზეუმო ექსპონატი.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს გერმანელებმა დაიკავეს სმოლენსკი, წაიღეს ტანკი და დადგეს ბერლინში, სამხედრო-ისტორიული მუზეუმის ეზოში, ლუსტგარტენის მოედანზე. 1945 წლის მაისში ტანკი მოედანზე გამოიყვანეს და როგორც ჩანს, ცდილობდნენ გამოეყენებინათ როგორც უძრავი საცეცხლე წერტილი.

გერმანელებმა არ გადაღებეს ორიგინალი ნომერი და 1921 წლის (თბილისის) და 1945 წლის (ბერლინის) ფოტოებზე ტანკზე კარგად მოსჩანს სერიული ნომერი: 9146. ტანკთან სიამოვნებით პოზირებდნენ როგორც საბჭოთა, ასევე ბრიტანელი სამხედროები. სამწუხაროდ, როგორც ფოტოდან ჩანს, ტანკი სავარაუდოდ მოედანზევე დაჭრეს და ალბათ ჯართში გაუშვეს.


ავტორი: პაატა გიგაური
წყაროები: დიმიტრი სილაქაძე. ლერი ფრანგიშვილი. Shushpanzer. პირველი ტანკები საქართველოში. Танки Белой армии.