კაპიტანი დავით მაჭავარიანი (1.05.1892 - 23.06.1932)
დაიბადა 1892 წლის 1 მაისს თბილისში, წარმოშობით გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენიდან. პროფესიონალი სამხედრო. დაამთავრა ვლადიკავკაზის კადტთა სასწავლებელი. 1911 წლიდან: ოფიცერი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში სადაც დაჯილდოვდა წმ. გიორგის ჯვრით.
1917 წელს დაბრუნდა საქართველოში და აირჩიეს "საქართველოს მხედართა კავშირის" წევრად. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალებში. წოდებით: არტილერიის კაპიტანი. მონაწილეობდა 1918-1921 წლებში გამართულ ყველა საომარ კამპანიაში.
1919-1921 წლებში იყო სამხედრო სკოლის ნაცვალთა (მომავალ სერჟანტთა) ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური. ამ რანგში მონაწილეობდა ტაბახმელას ბრძოლაში. 23 თებერვლიდან მეთაურობდა იუნკრების რაზმს ტაბახმელას მარჯვენა ფლანგზე. ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში.
1920 -იანი წლების დამლევამდე მსახურობდა პოლონეთის არმიის არტილერიაში მაიორის წოდებით.
გარდაიცვალა 1932 წლის 23 ივნისს, ბრმანაწლავის ოპერაციის გართულების შედეგად. დაკრძალულია ქ. ვილნიუსში (ლიეტუვა), რომელიც მაშინ პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა.