სახალხო გვარდია და სოფლის მეურნეობა

სახალხო გვარდიაში არსებობდა სასოფლო-სამეურნეო განყოფილება, რომელმაც 1919 წლის 17 ოქტომბრიდან გარდაბნის რაიონში აიღო სახნავ-სათესი მიწის ფართი და მიუხედავად მძიმე პირობებისა მოიყვანა მოსავალი (ხორბალი, ქერი, ბოსტნეული) და აამუშავა ფერმა, პროდუქცია ნაწილდებოდა გვარდიის დანაყოფებში, მუშებში და გაჭირვებულ მოსახლეობაში დაბალ ფასად (40-60% ფასდაკლებით).
განყოფილების ფილიალები შეიქმნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც. გარდა ფერმებისა და მიწების დამუშავებისა, შეიძინეს კონსერვების დამამზადებელი მოწყობილობა.
წამოწყებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა ჰქონდა: იქმნებოდა სამუშაო ადგილები, მუშავდებოდა მიტოვებული მიწები, იქმნებოდა პროდუქცია, გვარდია და მოსახლეობა იღებდა იაფ პროდუქციას.

წყარო:
„ერთობა“ 1920 წ. N189