სახალხო გვარდიის გარეკახეთის ბატალიონის (შტაბი: საგარეჯო) ხაშმის რაზმის მეთაური პეტრე ლაღიძე გმირულად დაიღუპა 1919 წლის 6 მარტს ისლამისტებთან ბრძოლაში ახალციხის მიმართულებაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დროს სერვერ ბეგის ამბოხებულების და “ყარსის რესპუბლიკის” შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.
პეტრე ლაღიძე ჯერ კიდევ 1905 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა გლეხების გამოსვლებში და რევოლუციის შემდეგ ერთერთი პირველი იყო ვინც სახალხო გვარდია დაარსა კახეთში. იბრძოდა დუშეთის მაზრაში კომუნისტების, ბორჩალოს მაზრაში სომხების და ახალციხის ფრონტზე ისლამისტების წინააღმდეგ.
წყარო: ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული კოლექცია “ივერიელი”; ნეკროლოგი “თეატრი და ცხოვრება” 1919;