იუსტიციის სამინისტროს ციხის დაცვის ბატალიონი 1920 წ.
1920 წლის 29 ივლისს საპყრობილეების დაცვის გაუმჯობესების მიზნით დაარსდა “ტფილისის საპყრობილეთა მცველი ათასეული”. ბატალიონი შედგებოდა ოთხი ასეულისგან, ჯამში 495 ოფიცერი, სერჟანტი და რიგითი. წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წ. ეროვნული ბიბლიოთეკა.