1918 წელს ნაციონალისტურ გაზეთ “კლდეში” (8 დეკემბერი, N13. რედაქტორი: გ. ვეშაპელი) გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნაწინასწარმეტყველებია ქართულ დაბა ცხინვალის (დაახლოებით 4.000-იან დაბაში მხოლოდ 200-მდე ოსი ცხოვრობდა 1918 წელს) ოსების მიერ ათვისება და “დედაქალაქად” ქცევა რუსების დახმარებით.
ოსების ეროვნულმა საბჭომ სთხოვა განათლების სამინისტროს ცხინვალში (რომელშიც ოსები თითქმის არ ცხოვრობდნენ და გარშემო სოფლებიც ქართული იყო) დაეარსებინათ რუსულენოვანი (!) ოსური გიმნაზია, რაზეც რა თქმა უნდა – უარი მიიღეს. ავტორი ეხმაურება ამ ფაქტს და განმარტავს რა აქვთ ჩაფიქრებული რუსებს და ოსებს. ზუსტად ავლებს პარალელს ჩრდილო ირლანდიის ულსტერთან და გამოთქვმს მოსაზრებას, რომ ცხინვალის წყნარი რეგიონის ულსტერიზაციაა ჩაფიქრებული. Ulster nationalism იყო და ეხლაც არის იდეოლოგიური მოძრაობა რომელიც ითხოვს ჩრდილოეთ ირლანდიის დამოუკიდებლობას ბრიტანეთისგან, მაგრამ იმ პირობით რომ არ გახდება ირლანდიის რესპუბლიკის ნაწილი და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო.
ავტორი ასევე ზუსტად განმარტავს ეროვნული ცენტრის არსებობის აუცილებლობას ერისთვის და აფრთხილებს საზოგადოებას, ასეთ ცენტრად ოსებისთვის რუსებს ცხინვალი აქვთ მონიშნულიო. ეს გეგმა რუსებმა ოკუპაციის შემდეგ, 1922 წელს აასრულეს, როდესაც ცხინვალი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” დედაქალაქად გამოაცხადეს და ეტაპობრივად გადმოასახლეს ოსები, რამაც არაოსური მოსახლეობის წილი მკვეთრად დაწია დაბლა.
ულსტერიზაცია “დაკანონდა” 2008 წლის 26 აგვისტოს, როდესაც რუსეთმა სამხედრო ინტერვენციის შემდეგ “სამხრეთ ოსეთი” დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, მთლიანად გაანადგურა ქართული სოფლები ცხინვალის რეგიონში და მოუწყო ეთნიკური წმენდა ქართულ მოსახლეობას. რითაც სრულად ახდა ამ სტატიაში გამოთქმული საფრთხეები.
ამ ფონზე საქართველოსთვის ესკალაციის და ომის დაწყების დაბრალება დანაშაულია ერის წინაშე, რადგან ყველაფერი 100 წლის წინ და უფრო ადრეც იყო დაგეგმილ-ჩაფიქრებული. იმპერიამ კარგად იცის როგორ უნდა გათიშოს და იბატონოს მცირე ერებზე.
: ცხინვალი 100 წლის წინ :
: წყარო :
– გაზეთი “კლდე” N13, 1918 წ.