გთავაზობთ ამონაწერებს გაზეთ “ერთობიდან”, რომელიც 1918 წლის 16 მაისს გამოვიდა და ასახავს საქართველოში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობას.
მესხეთში ისლამისტებთან ბრძოლას აწარმეობდა შალვა მაღლაკელიძე და მის დასახმარებლად მოხალისედ ჩასული გენერალ აბელ მაყაშვილის ოფიცერთა რაზმი, რომლის წევრიც იყო გიორგი კობეშავიძე.
რუსეთის საიმპერიო არმიის საბოლოო დაშლის შემდეგ შექმნილი ამიერ-კავკასიის ჯარები შედგებოდნენ ნაციონალური კორპუსებისგან (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული), მათი სარდალი გენერალი ევგენი ლებედინსკი 14 მაისს შეცვალა გენერალმა გიორგი კვინიტაძემ.
გაბოლეშევიკებული, ფრონტიდან იარაღით ჩამოსული დეზერტირი ჯარისკაცები 1918 წელს დიდი პრობლემა იყო ქვეყნისთვის. სახალხო გვარდია აქტიურად ებრძოდა დეზერტირებს და ართმევდა მათ იარაღს.
ამონაწერი გაცილებით დიდია, აქ მოყვანილია სიის მცირე ნაწილი. ქართველი ტყვეები მოგვიანებით გაცვალეს თურქ ტყვეებზე.
სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეტაკებები ქვემო ქართლშიც ხდებოდა, რასაც 1918 წლის ივნისში ქართულ-გერმანული გაერთიანებული სამხედრო ექსპედიცია მოჰყვა, რამაც ბოლო მოუღო ანარქიას.
1918 წლის 31 მარტს ანარიის ფორტზე დაიღუპა 50-ზე მეტი ქართველი მეომარი, რომლებმაც უკან არ დაიხიეს და ბოლომდე იბრძოლეს მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ. შავგულიძის რაზმში დაიღუპნენ შემდეგი ოფიცრები: დავით ვანიძე, აბესალომ ხარაიძე, კაპიტანი ზაქარია დოლიძე
ახლად შექმნილი მილიცია ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და დაბალი კვალიფიკაციის მუშაზე დაბალი ხელფასი ჰქონდა 1918 წელს.
კაპიტანი სიმონ შავგულიძე
: წყარო :
- გაზ. “ერთობა” N97, 16 მაისი, 1918 წ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;
- ქუთაისის მერიის წინ პირველი მსოფლიო ომის გმირის ნეშტი განისვენებს