მილიციელ გიორგი კვესილავას გმირობა სამეგრელოს აჯანყების დროს

1918 წლის 17 ივნისს გამთენიისას კომუნისტი ტერორისტები შემოიჭრნენ სოფელ ნაოღალევში (ეხლანდელი მარტვილი), სადაც აპირებდნენ ოთხი პატრიოტის დახვრეტას. ერთერთი იყო მილიციელი გიორგი კვესილავა, რომელმაც ადრე შეტაკებაში მოკლა ადგილობრივი კომუნისტური ბანდის მეთაური გ. ადამია.
ტერორისტების 15 კაციანი რაზმი დილის 7 საათზე შევიდა კვესილავას ეზოში, გიორგი არ დაიბნა, მოასწრო იარაღის აღება, კარები თავად გამოაღო, მიჯრით მოკლა ბანდიტი ახვლედიანი და სასიკვდილოს დაჭრა ძაძამია. ტერორისტებმა უწესრიგო სროლა ატეხეს და გაიქცნენ. ამ დროს სახლს მოუახლოვდა აჯანყების მეთაური საშა გეგეჭკორი 30 კაციანი ბანდით. კვესილავამ მათაც გაუხსნა ცეცხლი, ტერორისტები არია, სროლით გავიდა სახლიდან და ფეხით ჩავიდა სენაკში.
საშა გეგჭკორი ფსიქიურად დაავადდა და თავი მოიკლა 1928 წელს.

: წყარო :

– გაზეთი “ერთობა”. 1918 წ. 30 ივნისი. N134


ფოტოზე: საშა გეგეჭკორი.