სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის 1919 წლის შტატი

სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონი 1917-1921 წლების ყველა საომარ კამპანიაში მონაწილეობდა და გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმტკიცით და ბრძოლისუნარიანობით. დანაყოფი თბილისში იყო დისლოცირებული, მაგრამ როგორც წესი, სხვადასხვა ფრონტებზე იმყოფებოდა. ლეგიონის სამხედრო ისტორიის სექცია გთავაზობთ ბატალიონის შტატს, რომელიც დაამტკიცდა 1919 წლის რეოგრანიზაციის შემდეგ. ოფიციალურად ამ დანაყოფს ეწოდა: “სახალხო გვარდიის საგანგებო ქვეითა ათასეული”.

შტაბი
ბატალიონის უფროსი, მოადგილე (2), ადიუტანტი, მებინე, მედიცინის უფრსი ექიმი, საქმისმწარმებელი, მოლარე, იარაღის ოსტატი.
მატერიალური ნაწილი: ეტლი (1), წყლის საზიდავი (1), სამზარეულო (1), ორთვალა (4), ცაჯდომი ცხენი (2), სასაპალნე ცხენი (6)
ჯარისკაცები:
უფროსი ფერშალი (3), ასეულის ფერშალი (4), სანიტრები (4), მეკუჭნავე (3), ხელოსნები (8), გადამწერი (6), უფროსი მებარგულე (1), მზარეულები და მათი დამხმარეები (6)

ასეული. ბატალიონში იყო 3 ასეული

ასეულის უფროსი, უფროსი ოფიცერი (1), უმცროსი ოფიცერი (2), ზემდეგი (1), უფროსი სერჟანტი (4), უმცროსი სერჟანტი (8), ჯარისკაცი (120), მეკუჭნავე (1), გადამწერი (1), მზარეული და მებარგულე (4)
მატერიალური ნაწილი: წყლის საზიდავი (1), სამზარეულო (1), ორთვალა (2), ლუისის ხელის ტყვიამფრქვევი (4), სასაპალნე ცხენი (2)

მეტყვიამფრქვევეთა რაზმი

ასეულის უფროსი (1), უფროსი ოფიცერი (1), უმცროსი ოფიცერი (1), ზემდეგი (1), უფროსი სერჟანტი (2), უმცროსი სერჟანტი (2), ჯარისკაცი (32), მეკუჭნავე (1), მებარგულე (4)
მატერიალური ნაწილი: მაქსიმის ტიპის ტყვიამფრქვევი (4), წყლის საზიდავი (1), ორთვალა (2), ცხენები (21)

მეკავშირეთა რაზმი

ასეულის უფროსი (1), უფროსი სერჟანტი (1), ცხენის მხლებელი (4), ტელეფონისტი (10)
მატერიალური ნაწილი: ორთვალა (1), ცხენი (7)

სულ ბატალიონში: ოფიცერი და ხარისხოსანი 25, ჯარისკაცი 510, ცხენები 42.