სომეხი ტყვეები 1918 წლის ომის დროს

სომხეთ-საქართველოს ომის დროს რამდენიმე ათასი სომეხი დაატყვევეს და დააპატიმრეს ანტსახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო. ტყვეების ძირითადი მასა იგზავნებოდა ქუთაისში, 3 იანვრის მდგომარეობით ქალაქში 1.610 სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებსაც საერთაშორისო კანონების სრული დაცვით ეპყრობოდნენ. ნაწილი სომხეთის არმიის ოფიცერი და ჯარისკაცი იყო, ნაწილი კი საქართველოს მოქალაქე.

წყარო:
1918 წლის ქართული პრესა. “ერთობა”, “საქართველოს რესპუბლიკა”, “სახალხო საქმე”. ეროვნული ბიბლიოთეკა.