სასაზღვრო ჯარი

1918-1921 წლებში სანაპირო ჯარი სამხედრო სამინისტროს ექვემდებარებოდა. გარდა უშუალოდ საზღვების კონტროლისა, მესაზღვრეთა ნაწილები შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ერთად იბრძოდნენ როგორც ქვეითი ნაწილები.
1919 წლის ივლისის რეორგანიზაციამდე სანაპირო ჯარში შტატით 4.820 ოფიცერი და ჯარისკაცი მსახურობდა. ჩამოყალიბდა 3 რაზმი, თითოეულში 4 ნაწილი და 12 უბანი.
N1 შავი ზღვის (სოხუმი): პოლკოვნიკი ალექსანდრე მშველიძე და ნიკურაძე, პოდპოლკოვნიკი გერმან დევიძე, შტაბს-კაპიტანი სიმონია მიხეილი
N2 მანგლისის (მანგლისი):
N3 დარიალის (დუშეთი): პოლკოვნიკი ავქსენტი აბესაძე, შტაბს-კაპიტანი დავით ჩხეიძე, სილიბისტრო მაკარიძე

არმიის რეორგანიზაციის შემდეგ სასაზღვრო ჯარის შტატმა შეადგინა 3.116 ოფიცერი და ჯარისკაცი.
სარდალი: სტეფანე ახმეტელაშვილი
სამმართველო: 37 კაცი (თბილისი)
თბილისის სადარაჯო ათასეული – 686 კაცი
ფოთის და ახალციხის რაზმები თითოეულში 461 კაცი
სოხუმის, შულავერის, დარიალის და სიღნაღის რაზმებში – 359 კაცი
ფლოტილია: 35 მეზღვაური და 3 კატერი (პატარა კახი, ტარიელი და №526)

წყაროები
– „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“, დიმიტრი სილაქაძე
– ეროვნული ბიბლიოთეკა
– 1918-1921 წლების პრესა