ქ. პეტროგრადიდან საქართველოსკენ მომავალ მატარებელს რუსმა კომუნისტებმა ალყა შემოარტყეს ქ. არმავირის სადგურში. მგზავრები გადმოსხეს და მათგან 15 საქართველოს მოქალაქე დახვრიტეს. გადარჩა მხოლოდ ორი, რომლებსაც კომუნისტების მიერ გაცემული საბუთი აღმოაჩნდათ.
დახვრეტილების სია:
1). კეზელი – 12-ე პოლკის კომისარი
2). ვარლამ საყვარელიძე – ექიმი
3). კოწია წულუკიძე – ოფიცერი
4). ილია მიქელაძე –
5). ჩიქოვანი –
6, 7, 8). ძმები ჩემოდანოვები
9). ამირეჯიბი – ბიზნესმენი
10). გიორგი ჟღენტი – კაპიტანი
11). მანსვეტაშვილი – შტაბს-კაპიტანი
12). ალექსანდრე ნაკაშიძე – სტუდენტი
დანაშაული მოხდა 1918 წლის აპრილის დასაწყისში.
წყარო: “საქართველო” N47, 1918 წ. ეროვნული ბიბლიოთეკა.