ვასო ცალქალამანიძე (1879 – 23.08.1955)

ვასილ ცალქალამანიძე იყო ვალოდია გოგუაძის ლეგენდარული ჯავშანმატარებლის მემანქანე, რომელმაც 1918-1921 წლების ყველა ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ვასო დაიბადა სოფელ კავთისხევში, პროფესიით რკინიგზელი მემანქანე, სოციალ-დემოკრატი, 1917 წელს ჩაეწერა სახალხო გვარდიის პირველ დანაყოფში, ხოლო ჯავშანმატარებლებიც ქართული ჯარში გამოჩენისთანავე გახდა გოგუაძის მემანქანე, მიიღო მონაწილეობა ყველა ბრძოლაში, დაწერა მოგონებები, რომლებიც ჯერჯერობით აღმოჩენილი არაა.
1921 წელს დარჩა საქართველოში და დაბრუნდა მშობლიურ დეპოში, მაგრამ ბოლშევიკები მტრულად ხვდებიან და სიკვდილისგან უფროსმა იხსნა. უარი განაცხადა კომუნისტურ პარტიაში შესვლაზე და იძულებული გახდა ირანში გაპარულიყო, სადაც რკინიგზაზე მემანქანედ მიიღეს. გარდაიცვალა კუჭის წყლულისგან თეირანში. ირანელმა რკინიგზელებმა პატივისცემის ნიშნად მის მეუღლეს ნინოს პენსია დაუნიშნეს და მის საფლავზე დადგეს ძეგლი.

წყარო: “ჩვენი დროშა” 1957, N23