სამხედრო ხარჯების მოცულობა 1919-1920 წლებში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ბიუჯეტის დაახლ. 27% სამხედრო ხარჯებზე გაითვალისწინეს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და დაახლოებით 4,5-ჯერ აღემატება 2016 წლის ბიუჯეტის პროპორციებს.
სულ სახელმწიფო დაგეგმილმა გასავალმა საბიუჯეტო წლის (1919-1920 წლების 1 ივნისისდან – 1 ივნისამდე) მანძილზე შეადგინა: 1.960.490.796 მანეთი. აქედან სამხედრო სამინისტროს ხარჯები იყო 538.791.632 მანეთი. თანხა შემდეგნაირად განაწილდა, რეგულარული არმია: 379.176.786 ხოლო სახალხო გვარდია: 159.614.846 მანეთი.
ბლოკადაში მოქცეულ, გამუდმებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმულ გაღატაკებულ ქვეყანაში არსებული ხარჯები საკმარისი მაინც არ იყო და მდგომარეობის გამოსწორების მიზნით არსებობდა თავდაცვის ორი ფონდი რომლებიც სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ მატერიალური დანაკლისის შევსებას და მობილიზირებული ჯარების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
რეალურად ბიუჯეტის გასავალმა ინფლაციის, მუდმივი საომარი მდგომარეობის, სახელმწიფო უწყებებში ახალი შტატების შექმნის გამო, დიდათ გადააჭარბა დაგეგმილს და შეადგინა 3.252.813.000 მანეთი. ამ თანხიდან კი სამხედრო სამინისტროს მოხმარდა 1.196.511.000 მანეთი, ანუ სრული თანხის 36,56 %.

წყარო:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. გაზეთი “ერთობა”, 1920 წ.
Дмитрий Силакадзе. Материальное положение Грузинской армии перед войной с большевисткой Россией 1921 г. Nowy Prometeusz Vol 7. Warshava. 2015 стр. 154

Leave a Reply