არმიის ქვედანაყოფები

1919 წლის რეორგანიზაციის შემდეგ რეგულარული ჯარი შემდეგი სტრუქტურით ჩამოყალიბდა:

I საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: ქუთაისი)
1-ლი ქვეითი ბატალიონი (ქუთაისი)
მე-2-ე ქვეითი ბატალიონი (სოხუმი)
მე-3-ე ქვეითი ბატალიონი (ფოთი)
მე-4-ე ქვეითი ბატალიონი (ოზურგეთი)
1-ლი საარტილერიო დივიზიონი (ქუთაისი)

II საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: თბილისი)
მე-5-ე ქვეითი ბატალიონი (თბილისი)
მე-6-ე ქვეითი ბატალიონი (თელავი)
მე-7-ე ქვეითი ბატალიონი (თბილისი)
მე-8-ე ქვეითი ბატალიონი (დედოფლისწყარო)
მე-2-ე საარტილერიო დივიზიონი (მუხროვან-გომბორი)

III საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: გორი)
მე-9-ე ქვეითი ბატალიონი (ახალციხე)
მე-10-ე ქვეითი ბატალიონი (გორი)
მე-11-ე ქვეითი ბატალიონი (ახალქალაქი)
მე-12-ე ქვეითი ბატალიონი (მანგლისი)
მე-3-ე საარტილერიო დივიზიონი (გორი)

ტფილისის სადარაჯო ათასეული (თბილისი)

საარმიო არტილერიის ბრიგადა (თბილისი)

არმიის ცხენოსანი დივიზიონი (თეთრიწყარო)

მესანგრეთა ბატალიონი (თბილისი)

სასაზღვრო ჯარის 6 ქვედანაყოფი (სოხუმი, ფოთი, ახალციხე, შულავერი, სიღნაღი, დარიალი). იხ.: სასაზღვრო ჯარი

დიდი ომის შემთხვევაში, საომარ შტატზე მობილიზაციის შედეგად გადასვის შემდეგ ბრიგადა ხდებოდა დივიზია, ხოლო ბატალიონი პოლკი. ჯარის რიგითი შემადგენლობა (სერჟანტები და რიგითები) ივსებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურით, რომლის ვადა 1,4 წელს შეადგენდა.

ცალკეული ქვედანაყოფების მშვიდობის დროის შტატები (1919 წ.)

  • ქვეით ბატალიონში ირიცხებოდა 683 მოსამსახურე. 40 ოფიცერი და მოხელე, 616 სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცი, 27 დაქირავებული, ან ზევადიანი. ცხენების რაოდენობა: 41, საზიდრების: 56
  • ტფილისის სადარაჯო ათასეულის შტატი: 686 მოსამსახურე. 29 ოფიცერი და მოხელე, 641 სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცი, 16 დაქირავებული, ან ზევადიანი. ცხენების რაოდენობა: 13, საზიდრების: 9
  • ცხენოსან დივიზიონში ირიცხებოდა 633 მოსამსახურე. 39 ოფიცერი და მოხელე, 559 სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცი, 35 დაქირავებული, ან ზევადიანი. ცხენების რაოდენობა: 568, საზიდარი: 42, მოტიციკლი: 2
  • მესანგრეთა ბატალიონის შტატი: 587 მოსამსახურე. 32 ოფიცერი და მოხელე, 537 სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცი, 18 დაქირავებული, ან ზევადიანი. ცხენი: 12, საზიდავი: 5
  • ცალკეული საავტომობილო ასეულის შტატი: 282 მოსამსახურე. 20 ოფიცერი და მოხელე, 200 სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცი, 62 დაქირავებული, ან ზევადიანი; ავტომობილი: 59, მოტოციკლი: 12