სამხედრო ბეგარის და შეიარაღებული ძალების შევსების კანონი. 1919 წ. 31 ივლისი.

1919 წელს შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის ფარგლებში, დამფუძნებელმა კრებამ (პარლამენტი) დაამტკიცა “სამხედრო ბეგარისა და შეიარაღებულ ძალთა შევსების” კანონი, რომელიც შედგებოდა 15 მუხლისაგან. სტატიაში მოყვანილია კანონის ცალკეული საინტერესო მომენტები და მთლიანად კანონიც.

– გაწვევა ეხებოდა საქართველოს ყველა მოქალაქეს, გამონაკლისს წარმოადგენდნენ დუხუბორები (პაციფისტები) და მუსლიმები (უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე).
– სამხედრო ვალდებულებას ექვემდებარებოდა 20-45 წლის ყველა მოქალაქე.
– თუ პირი რაიმე მიზეზის გამო (მაგ.: ფიზიკური ნაკლი) ვერ ახერხებდა სამწყობრო სამსახურს, მისი გაწვევა მაინც ხდებოდა უმწყობრო ნაწილებში (მომარაგება, სარემონტო, საჯინიბო, საკანცელარიო საქმიანობა, ზურგის სამსახურები, ლაზარეთი და ა.შ.). საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლს ექვემდებარებოდნენ პაციფისტი დუხობორებიც.
– არმია კომპლექტაციის მიხედვით იყოფოდა სამ კატეგორიად: მუდმივი, სათადარიგო და ლაშქარი. მუდმივი ეწოდებოდა რეგულარულ ნაწილებში მომსახურე გაწვეულ პერსონალს, ხოლო სათადარიგო და მოლაშქრე მობილიზაციის შემდეგ აძლიერებდა და ავსებდა რეგულარულ არმიას. ტოტალური მობილიზაციის დროს, მთავრობას უფლება ეძლეოდა შეიარაღებულ ძალებში გაეწვია 17-35 წლის ყველა მოქალაქე.
– სახალხო გვარდია კომპლექტდებოდა მოხალისეებით და მათ საკუთარი წესდება და შიდა რეგულაციები ჰქონდათ.
– დედისერთა თავისუფლდებოდა გაწვევისგან, არც სათადარიგო იყო და პირდაპირ ლაშქარში განაწესებდნენ.
– სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრა 25 წლით. აქედან: ქვეითი ჯარის რეგულარულ ნაწილებში 1,4 წელი, სხვა სახეობებში 1,8 წელი. სათადარიგოში 15 წელი და დარჩენილი ვადა ლაშქარში.
– თუ გაწვეული ჯარისკაცი სურვილს გამოსთქვავდა დამატებითი ვადით ემსახურა არმიაში, მას შესაბამისი დროით უხანგრძლივებდნენ სამხედრო სამსახურის ვადას და ხდებოდა ზევადიანი სამხედრო მომსამსახურე.
– ახალი ნაკადის გაწვევის თარიღად დადგინდა 15 ნოემბერი, ასაკი: 20 წელი
– თადარიგში მყოფი და მოლაშქრე შეიძლება სამ წელიწადში ერთხელ გაიწვიათ საველე შეკრებაზე, მაგრამ მოლაშქრე, თავის დარჩენილ ვადაში მხოლოდ ერთხელ.

: წყარო :

– “საქართველოს რესპუბლიკა”, 1919 წ. N213.