როგორ ავირიდოთ თავიდან მეხის დარტყმა? მარტივი წესების დაცვა აგაცილებთ ამ სასიკვდილო საფრთხეს

⏩ ქარიშხალს ხშირად წინ უსწრებს ჭექა-ქუხილი. ამ დროს იწყება ელვა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ელვა საშიშია როცა თან ახლავს ჭექა-ქუხილი და ამ დროს შეიძლება ჩვენს სიხლოვეში დამიწდეს (“მეხის დაცემა”). პარალელურად ძლიერდება ქარი, შეიძლება დაიწყოს სეტყვა და ხევებში მოსალოდნელია წყლის სწრაფი მოვარდნა.

მანძილის გამოთვლა. ელვას თან ახლავს ძლიერი ნათება და ხმაური. ვიცით რომ, სინათლის სიჩაქრეა 300.000 კმ/წამში და ამ მიზეზის გამო ვხედავთ დაუყოვნებლივ. ხმა ვრცელდება ნელა, დაახლ. 340 მ/წამში სიჩქარით. ეს საშუალებას გვაძლევს გამოვთვალოთ დაშორება ჩვენსა და ელვის წყაროს შორის. მაგალითად: თუ გაელვებიდან ქუხილამდე გავიდა 10 წამი, დაშორება დაახლოებით 3.400 მეტრია (340 მ/წ х 10 წ).
თუ მომდევნო გაელვებისას ხმის დაყოვნება იზრდება (მაგ.: გახდა 15 წამი) ე.ი. ჭექა-ქუხილი გვშორდება, თუ პირიქითაა (მაგ.: 5 წამი, ანუ 1.700 მ) ე.ი. გვიახლოვდება.

გაითვალისწინეთ რომ ელვის საშუალო სიგრძე 2-3 კილომეტრია, ანუ არაა აუცილებელი წვიმაში ჩამოვარდეს. წვიმის გარეთაც შეუძლია დამიწება.


🔺 უსაფრთხოება ღია ადგილას


 მოშორდით ცალკე მდგომ ობიექტს 200 მეტრით (მაგ.: მაღალი ხე, ან გადამცემი ბოძი), რადგან მასზე მიზიდული ელვა შეიძლება თქვენსკენ წამოვიდეს
 არ დაწვეთ მიწაზე, მონახეთ ჩაღრმავება, ჩამოჯექით ემბრიონის პოზაში და დაიფარეთ ყურები
 შეწყვიტეთ სიარული, არ დადგეთ სრული სიმაღლით
 არ ახვიდეთ შემაღლებულ ადგილას 
 არ შეჯგუფდეთ, დაშორდით ერთმანეთს 15-30 მეტრით
 ოიშორეთ მეტალის კარკასიანი ზურგჩანთა 30 მეტრით

🔺 უსაფრთხოება ტყეში

 4-5 მეტრით მოშორდით მაღალ ხეს, რადგან ელვა ღეროს დაუყვება და ტოტებსაც ამტვრევს
 შეეფარეთ ბუჩქნარს, ან დაბალ ხეს, რომელიც გამოკვეთილი არაა სხვების ფონზე
 ჩააქრეთ კოცონი (კვამლმა შეიძლება მიიზიდოს ელვა)
 რ მიეკაროთ ხის ღეროს! 
 ჩადით მთის თხემიდან
 მეხის 54% მოდის მუხაზე, 24% ვერხვზე და 10% ნაძვზე. მოერიდეთ ამ ხეებს
 ძლიერმა ქარმა შეიძლება წააქციოს გამხმარი ხე
✷ არ გაკაროთ არეში ყველაზე მაღალ ხეს

🔺 უსაფრთხოება წყალთან

 მოშორდით ტბას, ან მდინარეს 100 მეტრით
 ამოდით წყლიდან და არ შეეფაროთ ნაპირზე არსებულ მეჩხერი ტყის ხეს

🔺 რა “იზიდავს” ელვას?

 სველი ტანსაცმელი (ელვა წვიმის გარეთაც მიწდება)
ჩართული ანტენიანი მობილური, ან რაცია
 ველოსიპედი
 ქოლგა
 მეტალის ინსტრუმენტები, ან იარაღი

🚩 ძალიან იშვიათად წამოიქმნება ე.წ. “მრგვალი ელვა”. თუ მას დაინახავთ, არ შეშინდეთ და არ გაიქცეთ. გაუნძრევლად დარჩით და 1,5-2 წუთში თვისით გაქრება

 სტატისტიკა და საინტერესო მონაცემები

 ელვის სიმძლავრე 100.000.000 ვოლტია. საყოფაცხოვრებო ქსელი 220 ვოლტი
 ელვის ტემპერატურა +30,000 C შეადგენს
 ელვის 70% მსხვერპლი კაცია

მონაცემების წყარო: აშშ-ს, კანადის და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურები