ლეგიონი შედგება სექციების, პროექტების და სპორტული კლუბებისგან. საბაზისო კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ აქტივობა და გაიღრმავოთ ცოდნა სასურველი მიმართულებით.
თბილისში ამ ეტაპზე 12 შესაძლებლობაა. რეგიონებში ასევე მიმდინარეობს რამდენიმე სექციის და კლუბის ფორმირება.
სამედიცინო სექცია
დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ბრძოლის ველზე დიდი მნიშვნელობა აქვს და ლეგიონშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ჩვენი სექციის აიპ “ექსტრემალური მედიცინის ცენტრი” აღიარებულია “ამერიკის ქირურგთა კოლეჯს ტრავმის კომიტეტის პროგრამა “STOP THE Bleed”-ის და Tactical Emergency Casualty Care -ს საერთაშორისო კომიტეტის მიერ და აქვს უფლება ჩაატაროს სერტიფიციებული კურსები.
სექცია ატარებს რამდენიმე დონის სწავლებას: საბაზისო მომზადებისას “პირველი დახმარების საწყისები ველზე”, სპეციალური კურსები: ბრძოლის ველზე დაშავებულის დახმარება (TCCC), კრიტიკულ ვითარებაში დაშავებულის დახმარების (TECC) I დონე, საბრძოლო მაშველების: “უმცროსი” და “საველე” კურსები. ყოველ წელს ასეულობით მოქალაქე გადის აღნიშნულ კურსებს.
სექცია აქტიურად მონაწილეობს თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებულ სამედიცინო წვრთნების დაგეგმვასა და ჩატარებაში. სექციამ გამოსცა სახელმძღვანელო: “ბრძოლის ველზე დაშავებული დახმარება – სასიცოცხლო უნარ-ჩვევები არასამედიცინო პერსონალისთვის”, ხოლო იუთუბში განთავსებულია სასწავლო მასალები. იხილეთ ფოტო და ვიდეო გალერეები
სამთო სექცია
საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, მთებში და კლდიან რელიეფზე სწორი მოქმედება მნიშვნელოვანი და საინტერესო უნარია.
სამთო სექცია მონაწილეობს როგორც საბაზისო კურსზე, ასევე რეგულარულად ატარებს სექციის “ძირითად” და “გაღრმავებულ” კურსებს ლეგიონერებისთვის. ტრადიციულ, – „სამშაბათის გასვლაში“ ჯამში ასეულობით ლეგიონერი მონაწილეობს.
ლეგიონერები პერიოდულად ვარჯიშობენ თავდაცვის ძალების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.
სექცია ანხორციელებს სხვადასხვა სირთულის ასვლებს მწვერვალებზე.
საინჟინრო სექცია
მკვეთრად მომატებული საცეცხლე ზემოქმედების გამო, თანამედროვე ომში სანგრის და ტრანშეის მნიშვნელობა გაზრდილია, ხოლო მათ დასაცავად ეწყობა დანაღმული ველები.
ჩვენი სექცია ატარებს კურსებს და თანამშრომლობს თავდაცვის ძალების შესაბამის დანაყოფთან.
დრონების სექცია
თანამედროვე ომებში სხვადასხვა ტიპის დრონები მასშტაბურად და ინტენსიურად გამოიყენება.
უპილოტო საფრენი აპარატების შესწავლა და პრაქტიკული გამოყენება ჩვენი სექციის მთავარი ამოცანაა. სექცია აწყობს სხვადასხვა კურსებს და საველე გასვლებს.
სალაშქრო სექცია
ქვეითი მებრძოლის მომზადებაში საველე ყოფას დიდი ადგილი უკავია. ლეგიონერს უნდა შეეძლოს ტყეში, მთებში, დაზიანებულ ურბანულ გარემოში ცხოვრება და ამოცანის შესრულება.
ჩვენი სექცია აწყობს სხვადასხვა სირთულის ლაშქრობებს, სადაც ხდება ფორმის შენარჩუნება და ახალი ცოდნის მიღება.
კავშირგაბმულობის სექცია
ქვედანაყოფების მართვის ძირითად საშუალებას რაცია წარმოადგენს. სექცია ატარებს შიდა კურსებს, სადაც შეისწავლება ხელის რაციებთან მუშაობის პრინციპები.
სექცია უზრუნველყოფს გამართულ კავშირს ქვედანაყოფებს შორის საბაზისო მომზადების კურსებზე და საველე სწავლებების დროს.
ტოპოგრაფია - ორიენტირების სექცია
უცხო გარემოში გზის გაგნება და ორიენტირების დახმარებით გადაადგილება ქვეითის ერთერთი ძირითადი უნარია.
ჩვენს სექციაში შეისწავლება რუკებზე მუშაობა, კოორდინატების აღება-გადაცემა და გზის გაგნების მეთოდები.
ქველმოქმედების პროექტი
ადამიანი, რომელმაც ბრძოლის ველზე მოიხადა მოვალეობა სამშობლოს წინაშე, დაფასებული და ყურაღების ობიქტი უნდა იყოს, ამიტომ წელიწადში რამდენჯერმე ვეხმარებით ომის ვეტერანების ოჯახებს.
ჩვენი გულშემატკივრების და ლეგიონერების შემოწირულობით ვიძენთ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ბავშვებისთვის წიგნებს და სათამაშოებს, კვების პროდუქტებს და მედიკამენტებს.
სამხედრო ისტორიის პროექტი
2017 წელს, – საქართველოში პირველად, ლეგიონმა ჩაატარა ბრძოლის ველის (ტაბახმელას ფრონტის N4 სანგრის 116 მეტრიანი მარჯვენა ფლანგი) არქეოლოგიური გამოკვლევა-შესწავლა.
იხილეთ: არქეოლოგიური ანგარიში (Pdf)
ფეხბურთის კლუბი
ლეგიონის თბილისის ორგანიზაციის ფეხბურთის გუნდი “ლსკ ლეგიონი” დაარსდა 2018 წელს, მართავს ამხანაგურ თამაშებს და ემზადება ტურნირებისთვის.
იხილეთ გუნდის: იუთუბ არხი
სპორტკლუბი "შევარდენი"
ლეგიონის თბილისის რაზმის ქუჩის აკრობატიკის კლუბი “შევარდენი” ზრუნავს ლეგიონერების ფიზიკურ მომზადებაზე. კლუბის წევრები ზოგად ფიზიკურ მომზადებასთან ერთად სწავლობენ თავდაცვის და ხელჩართული ბრძოლის მეთოდებს.