ზუგდიდში ჩატარდა საბაზისო სამხედრო-სალაშქრო მომზადების კურსი, რომელიც სამეგრელოსთვის პირველია.
წერითი ტესტირების ჩაბარების შემდეგ 10-მდე ლეგიონერი შეემატა ჩვენს რიგებს.
დაჯილდოების ცერემონიალი რუხის ციხეზე, ოკუპირებული ტერიტორიიდან 1,5 კილომეტრში გაიმართა.
დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ თავდაცვის სამინისტროს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს და დაჯილდოებაზე დამსწრე სტუმრებს!