ჩვენი ყველა აქტივობა იყო, არის და იქნება: აპოლიტიკური და ხელმისაწვდომი, ანუ უ ფ ა ს ო!
ლეგიონი სახალხო პროექტია, ამიტომ მოგმართავთ მხარდამჭერებს და პატრიოტულად განწყობილ საზოგადოებას, რათა გაერთიანებული ძალით შევძლოთ ლეგიონის ეროვნული მიზნების ასრულება, რაც პატრიოტი, მენტალურად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდას, ერის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და კრიზისებისთვის მოსახლეობის მომზადებას გულისხმობს! ჩვენი ანგარიშებია:
TBC ბანკი. ანგარიშის ნომერი: GE92TB7036636080100003
საქართველოს ბანკი. ანგარიშის ნომერი: GE14BG0000000533902429
შესაწირავი იხარჯება: იარაღის მულაჟების დამზადებაზე, კავშირგაბმულობის საშუალებების, დრონების, სამედიცინო, საინჟინრო, მარაგნაწილების და სახარჯი მასალის შესავსებად. ტრანსპორტირებაში, პატრიოტული და სპორტული ღონისძიებებში ორგანიზებასა და ომის ვეტერანების დასახმარებლად. არ იხარჯება: ხელფასებში და კვებაში
ჩვენი დახმარება შეგიძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომერციულ ფირმებს სპონსორობის საშუალებით და საკუთარი შესაძლებლობების უსასყიდლოდ დათმობით. თავდაცვის სამინისტრო ეხმარება ლეგიონს, უთმობს ბაზებს, გადმოსცემს ეკიპირების ნაწილს და საბაზისო კურსის დროს გამოყოფს ტრანსპორტს.
ბანკში ავტომატური გადარიცხვების გამოყენებით შეძლებთ ჩვენს ყოველთვიურ დახმარებას, თქვენს მიერ მითითებული თანხა ავტომატურად დაირიცხება ლეგიონის ანგარიშზე. თვეში 5 ლარის გადმორიცხვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შემომწირველთა დიდი რაოდენობა ქმნის სინერგიას და საშუალებას გვაძლევს ერთად შევასრულოთ ეროვნული მნიშვნელობის მიზნები და ამოცანები.
ააიპ გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი
TBC ბანკი. ანგარიშის ნომერი: GE92TB7036636080100003
საქართველოს ბანკი. ანგარიშის ნომერი: GE14BG0000000533902429
თქვენს ერთჯერად, ან რეგულარულ დახმარებას ათასობით ახალგაზრდის მომავლის შეცვლა შეუძლია უკეთესობისკენ საქართველოს მასშტაბით! ძალა ერთობაშია!