საბაზისო კურსი · 02
სამოტივაციო მარში
პირველი საველე გასვლა! გამოწვევა, რომელიც ამტკიცებს, რომ მზად ხარ.
საბაზისო კურსი იწყება სამოტივაციო მარშით, სადაც შეამოწმებთ თქვენს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ მდგომარეობას და დაიწყებთ ლეგიონის სივრცეში შემოსვლას. არასრულწლოვნების ასეული ცალკე გადის მარშს და აქტიობები მათზეა მორგებული.
- მარშის მიზანი არაა ტესტირება, ან მონაწილეების უკიდურეს ზღვარზე მიყვანა.
- მეთაურებს უფლება აქვთ მოხსნან მონაწილე მარშიდან
- თუ მარშს ბოლომდე ვერ გაივლით, ჩაჭრად არ ითვლება და სურვილის შემთხვევაში კურსს გააგრძელებთ
მარშის დროს თან უნდა გქონდეთ
- ქუდი, გრძელმკლავიანი ზედა, გრძელტოტებიანი შარვალი და მოთელილი ფეხსაცმელი
- სათადარიგო ტანსაცმელი და მცირე ზომის ზურგჩანთა
- მინიმუმ 2 ლიტრი სასმელი წყალი და წასახემსებელი საკვები
- სამხედრო ფორმა სავალდებულო არაა
მარშის დროს დაღლა, მოტივაციის ვარდნა და შიში ნორმალურია, ეს ნიშნავს რომ ადაპტაციას გადიხარ.
დატვირთვა არაა ძალიან მძიმე და ყველა ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია გავლა.
არასრულწლოვნების ასეულის სამოტივაციო მარში
