ლეგიონის სიმბოლო
დახმარება

გახდი მხარდამჭერი

ჩვენ ვართ მოხალისეთა ორგანიზაცია, ამიტომ: ჩვენი ყველა აქტივობა იყო, არის და იქნება: აპოლიტიკური და ხელმისაწვდომი, ანუ უ ფ ა ს ო!

ლეგიონი სახალხო პროექტია, ამიტომ მოგმართავთ მხარდამჭერებს და პატრიოტულად განწყობილ მოქალაქეებს, რათა გაერთიანებული ძალით შევძლოთ ჩვენი ეროვნული მიზნების ასრულება, რაც პატრიოტი, მენტალურად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდას, ერის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და კრიზისებისთვის მოსახლეობის მომზადებას გულისხმობს!

შესაწირავი იხარჯება მხოლოდ: კავშირგაბმულობის საშუალებების, მულაჟების, დრონების, სამედიცინო, საინჟინრო, მარაგნაწილების და სახარჯი მასალის შესავსებად. ტრანსპორტირებაზე, პატრიოტული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებასა და ომის ვეტერანების დახმარებაზე.

ჩვენი დახმარება შეგიძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომერციულ ფირმებს სპონსორობის საშუალებით და საკუთარი შესაძლებლობების უსასყიდლოდ დათმობით. თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობის ფარგლებში ეხმარება ლეგიონს: უთმობს ბაზებს, უგვარებს ბიუროკრატიულ პროცედურებს და საბაზისო კურსის დროს გამოყოფს ტრანსპორტს.

ბანკში ავტომატური გადარიცხვების გამოყენებით შეძლებთ ჩვენს ყოველთვიურ დახმარებას, თქვენს მიერ მითითებული თანხა ავტომატურად დაირიცხება ლეგიონის ანგარიშზე. თვეში 5 ლარის გადმორიცხვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შემომწირველთა დიდი რაოდენობა ქმნის სინერგიას.

თქვენი ერთჯერადი, ან რეგულარული დახმარება ათასობით ახალგაზრდის მომავალს ცვლის უკეთესობისკენ! ძალა ერთობაშია!

საქართველოს ბანკი
GE14BG0000000533902429
TBC ბანკი
GE92TB7036636080100003