შიდა აქტივობები
ლეგიონი შედგება მიმართულებების, სექციების, პროექტების და სპორტული კლუბისგან. საბაზისო კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ აქტივობა და გაიღრმავოთ ცოდნა რამდენიმე სასურველი მიმართულებით.

სამედიცინო სექცია
ველზე დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ჩვენმა სექციამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აიპ „ექსტრემალური მედიცინის ცენტრი“ აღიარებულია „ამერიკის ქირურგთა კოლეჯს ტრავმის კომიტეტის“ პროგრამა STOP THE Bleed-ის და Tactical Emergency Casualty Care-ს საერთაშორისო კომიტეტის მიერ და უფლება აქვს ჩაატაროს სერტიფიციებული კურსები ექსტრემალურ მედიცინაში.
სექციაში ტარდება რამდენიმე დონის სწავლება: საბაზისო მომზადებისას „პირველი დახმარების საწყისები“ და შემდეგ სპეციალური კურსები: ბრძოლის ველზე დაშავებულის დახმარება (TCCC), კრიტიკულ ვითარებაში დაშავებულის დახმარების (TECC) I დონე, საბრძოლო მაშველების: „უმცროსი“ და „საველე“ დონეების კურსები. ყოველ წელს ასეულობით მოქალაქე გადის აღნიშნულ სწავლებებს.
სექცია აქტიურად მონაწილეობს თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებულ სამედიცინო წვრთნების დაგეგმვასა და ჩატარებაში. სექციამ გამოსცა სახელმძღვანელო: „ბრძოლის ველზე დაშავებული დახმარება – სასიცოცხლო უნარ-ჩვევები არასამედიცინო პერსონალისთვის“, ხოლო იუთუბში განთავსებულია სასწავლო მასალები.

სამთო სექცია
საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, სადაც მთებში და კლდოვან რელიეფზე სწორი მოქმედება მნიშვნელოვანი უნარია.
სექცია მონაწილეობს როგორც საბაზისო მომზადების კურსში, ასევე რეგულარულად ატარებს „ძირითად“ და „გაღრმავებულ“ სამთო კურსებს ლეგიონერებისთვის. ტრადიციულ „სამშაბათის გასვლებში“ ჯამურად ასეულობით ლეგიონერი მონაწილეობს.
ლეგიონერები პერიოდულად ვარჯიშობენ თავდაცვის ძალების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.
ხორციელდება სხვადასხვა სირთულის ასვლები ქართულ მწვერვალებზე (მყინვარწვერი, უშბა და სხვ.). დაპყრობილია უცხოეთის უმაღლესი მწვერვალებიც: თურქეთის არარატი (5,137 მ) და იაპონიის ფუჯი (3,776 მ).

დრონების სექცია
თანამედროვე ომებში სხვადასხვა ტიპის დრონები მასშტაბურად და ინტენსიურად გამოიყენება. უპილოტო საფრენი აპარატების შესწავლა და პრაქტიკული გამოყენება ჩვენი სექციის მთავარი ამოცანაა. სექცია აწყობს სხვადასხვა კურსებს და საველე გასვლებს. აღსაღნიშნავია, რომ ლეგიონში დრონების სექცია 2016 წლიდან ფუნქციონირებს.

საინჟინრო სექცია
დრონებით გამოწვეული მომატებული საცეცხლე ზემოქმედების გამო კარგად შენიღბული, დაცული თავშესაფრის და პოზიციის მნიშვნელობა გაზრდილია.
ჩვენი სექცია ატარებს შიდა კურსებს და თანამშრომლობს თავდაცვის ძალების შესაბამის დანაყოფთან.

სალაშქრო სექცია
ქვეითი მებრძოლის მომზადებაში საველე ყოფას დიდი ადგილი უკავია. ლეგიონერს უნდა შეეძლოს ტყეში, მთებში, დაზიანებულ ურბანულ გარემოში ცხოვრება და ამოცანის შესრულება.
ჩვენი სექცია აწყობს სხვადასხვა სირთულის ლაშქრობებს, სადაც ხდება გარემოს შესწავლა, ფიზიკური ფორმის შენარჩუნება და ახალი ცოდნის მიღება.

კავშირგაბმულობის სექცია
ქვედანაყოფების მართვის ერთერთ ძირითად საშუალებას რაცია წარმოადგენს. სექცია ატარებს შიდა კურსებს, სადაც შეისწავლება ხელის რაციებთან მუშაობის პრინციპები. სექცია უზრუნველყოფს გამართულ კავშირს ქვედანაყოფებს შორის საბაზისო მომზადების კურსებზე და საველე სწავლებების დროს.

ტოპოგრაფია - ორიენტირების სექცია
უცხო გარემოში გზის გაგნება და ორიენტირების დახმარებით გადაადგილება ქვეითის ერთერთი ძირითადი უნარია. ჩვენს სექციაში შეისწავლება რუკებზე მუშაობა, კოორდინატების აღება-გადაცემა და გზის გაგნების მეთოდები.

კიბერუსაფრთხოების სექცია
კიბერსაფრთხეები თანამედროვეობის ერთერთი ძირითადი და საინტერესო გამოწვევაა. ჩვენს სექციაში ტარდება შესაბამისი კურსები.

ქველმოქმედების პროექტი
ადამიანი, რომელმაც ბრძოლის ველზე მოიხადა მოვალეობა სამშობლოს წინაშე, დაფასებული და ყურაღების ობიქტი უნდა იყოს, ამიტომ წელიწადში რამდენჯერმე ვეხმარებით ომის ვეტერანების ოჯახებს.
ჩვენი გულშემატკივრების და ლეგიონერების შემოწირულობით ვიძენთ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ბავშვებისთვის წიგნებს და სათამაშოებს, კვების პროდუქტებს და მედიკამენტებს.

სამხედრო ისტორიის პროექტი
ლეგიონის ეთოსის ერთერთი შემადგენელი 1918-1921 წლების რესპუბლიკის იდეალებია. ამიტომ ჩვენ ვიკვლევთ იმ პერიოდის შეიარაღებულ ძალებს და მოპოვებულ მასალებს ვათავსებთ შესაბამის ვებგვერდზე: “შეიარაღებული ძალები 1918-1921”
2017 წელს, - საქართველოში პირველად, ლეგიონმა ჩაატარა ბრძოლის ველის (ტაბახმელას ფრონტის N4 სანგრის მარჯვენა ფლანგი) არქეოლოგიური გამოკვლევა-შესწავლა. ეს პოზიცია არის ერთადერთი, ოფიციალურად დადასტურებული ადგილი, სადაც გაიმართა სხვადასხვა წყაროებში აღწერილი ბრძოლა.

სპორტული კლუბი
ლეგიონის თბილისის ორგანიზაციის ფეხბურთის გუნდი „ლსკ ლეგიონი“ დაარსდა 2018 წელს.
ლეგიონის მორბენალთა ჯგუფი ფიზიკურ მომზადებაში გამორჩეულ შედეგებს აჩვენებს და მონაწილეობს სხვადასხვა გარბენებში. თავდაცვის სამინისტრო, სსიპ “თავდაცვის მოხალისეს” ორგანიზებით ყოველწლიურად ატარებს საქველმოქმედო გარბენს „დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად“, სადაც ორგანიზაციებს შორის იმართება გუნდური შეჯიბრი 13-კილომეტრიან დისტანციაზე. 2024 და 2025 წლებში ლეგიონის გუნდმა მოიპოვა გამარჯვება და ორჯერ ზედიზედ დაისაკუთრა გარდამავალი თასი.
ლეგიონში ფუნქციონირებს ჭადრაკის კლუბიც.

საერთაშორისო სამხედრო ბანაკი «Baltic Guard»
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს მოხალისეთა ორგანიზაცია “მსროლელთა კავშირი” რეგულარულა იწვევს ლეგიონის რაზმს საერთაშორისო ბანაკში, სადაც რამდენიმე ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
ლეგიონერები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს და საუკეთესოდ წარმოაჩენენ ჩვენს სამშობლოს და ქართულ სამოხალისეო ტრადიციებს.

სამხედრო სექცია
ლეგიონის სამხედრო სექცია აქტიურად და რეგულარულად თანამშრომლობს თავდაცვის ძალებთან და მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებში.
ლეგიონერებს შეუძლიათ გახდნენ „თავდაცვის მოხალისე“ და გაიარონ შესაბამისი სამხედრო, ან სპეციალიზებული მომზადება სსიპ „თავდაცვის მოხალისის“ საშუალებით.
მზად ხარ? შეავსე ანკეტა.
აირჩიე შენი ასაკის შესაბამისი ანკეტა და ჩვენ დაგიკავშირდებით.
თქვენი ერთჯერადი, ან რეგულარული დახმარება ათასობით ახალგაზრდის მომავალს ცვლის უკეთესობისკენ! ძალა ერთობაშია!
