მიზნები
- ძლიერი, განათლებული, რეალისტი და ეფექტური ახალი თაობის აღზრდა
- არაკოლაბორაციონისტი მოქალაქის ჩამოყალიბება
- თავდაცვის ძალებთან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობა
- თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის მოხალისის ამოცანების ასრულება
- ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ლეგიონის ორგანიზაციის დაარსება
- ლეგიონერების მხარდაჭერა სირთულეების დაძლევისას
- პროფესიულ გზაზე დაკვალიანება და დახმარება
- სხვადასხვა სახის კრიზისისთვის მოსახლეობის მომზადება
- მოზარდების პატრიოტული აღზრდა და სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივება
ლეგიონი არ არის პოლიტიკური მიზნების მქონე, ან კომერციულ მოგებაზე გათვლილი ორგანიზაცია. ვთვლით, რომ ჩვენი იდეა ვიწრო პოლიტიკაზე მაღლაა და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ვიყოთ, ამიტომ პოლიტიკაზე ლაპარაკი აკრძალულია, ხოლო ჩვენი ყველა აქტივობა უფასოა, მიუხედავად იმისა რომ ლეგიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება!
ხედვა 2026 - 2027
თავდაცვის სამინისტროს სსიპ “თავდაცვის მოხალისესთან” მჭიდრო თანამშრომლობით ერთობლივი მიზნების რეალიზება. ამ ეტაპზე ზუსტდება ლეგიონის ამოცანები და მოხალისეთა გამოყენების კონკრეტული სფეროები. ამ სსიპ-ის შექმნა შექმნა ჯერ კიდევ 2007 წლის ხედვაში გვქონდა.
2026-2027 წლები თავდაცვის სამინისტროსთან და ძალებთან განსაკუთრებული ერთობლივი მუშაობის წლები იქნება, რომელმაც მყარი საფუძველი უნდა ჩაუყაროს მოხალისის სტატუსის მქონე ლეგიონერების ინტეგრაციას ქვეყნის თავდაცვაში.
ხელმძღვანელობა
გამგეობა შედგება 9 წევრისგან. ლეგიონის მეთაურია გიორგი რაზმაძე, მოადგილეები: პაატა გიგაური და დავით ნარტყოშვილი.
სტრუქტურა
ლეგიონი შედგება 5 მიმართულებისგან, რომლებსაც ექვემდებარებიან შესაბამისი განყოფილებები. ამ სქემაში ნაჩვენებია ჩვენი წყობის ძალიან ზოგადი მონახაზი
მოკლე ისტორია
რუსეთის იმპერიის დაშლისას, 1917 წელს „ქართველ მხედართა კავშირში“ დაარსდა ტანვარჯიშის ორგანიზაცია „ამირანი“, რომელსაც ოფიცრები ედგნენ სათავეში. 1918 წლის 25 აგვისტოს დაფუძნდა ახალგაზრდების ფიზიკური და სულიერი განვითარების ორგანიზაცია: „ქართული ტან-ვარჯიშობის საზოგადოება შევარდენი“, სადაც გაერთიანდა „ამირანი“. “შევარდენის” ასეულობით წევრი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დასაცავად წარმოებულ ომებში. 1922 წელს ოკუპანტებმა აპოლიტიკური შევარდენი დაშალეს, როგორც “ნაციონალისტური და მავნებლური” ორგანიზაცია.
2007 წლის 11 მაისს პაატა გიგაურმა და გიორგი რაზმაძემ დაიწყეს ევროპული ტიპის და “შევარდენის” იდეალებზე დაფუძნებული მოხალისეთა ორგანიზაციის ფორმირება (სამუშაო სახელი: “ახალგაზრდული მოძრაობა დიდგორი”). გაიწერა ხედვა, მიზნები და გეგმა. ხედვის რეალიზების მიზნით, 2008 წელს ოფიციალურად დაარსდა ორგანიზაცია “აისი”, თუმცა სამწუხაროდ, პირვანდელი ხედვის შეცვლის გამო დამფუძნებლები 2010-11 წლებში გავიდნენ ორგანიზაციიდან.
2013 წელს დავუბრუნდით 2007 წლის ხედვას და 22 სექტემბერს დავაარსეთ “გენერალ მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონი”, ხოლო 2014 წლის გაზაფხულზე ჩავატარეთ პირველი საბაზისო კურსი. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა კურსებზე მომზადებულია ათასობით მოქალაქე, ხოლო წევრების რაოდენობა 2026 წლის ბოლოს 2.500-ს გადაცდა. ლეგიონი არის მოხალისეთა სფეროს გამწევი და ლიდერი ორგანიზაცია.
სიმბოლიკა, მფარველი და შეძახილი
ჩვენი ფარის ფორმის ემბლემა გამოხატავს ქართველი ერის ინტერესების დაცვას, შინდისფერი წინაპართა დაღვრილ სისხლს, შავი მსხვერპლს, ხოლო ოქროსფერი კანტი ლეგიონის იდეის გამარჯვებას. ემბლემის ცენტრში განთავსებულია XII საუკუნის ქვათახევის მონასტრის სტილიზებული ორნამენტი.
ლეგიონის დროშა შინდისფერი მართხკუთხედია, რომელზეც გამოსახულია შავკანტშემოვლებული თეთრი ჯვარი ცენტრში ლეგიონის ემბლემით. დროშა აკურთხა მამა ზურა ცხოვრებაძემ, 1923 წლის 21 მაისს, ვაკის პარკში დახვერტილი „დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის“ 15 ოფიცრის და ჯარისკაცის მოწამეობრივი აღსასრულის ადგილას.
01მფარველი
2015 წლის 22 სექტემბერს ლეგიონის მფარველად გამოცხადდა წმ. გობრონ-მიქაელი (წირვა აღავლინა მამა ზურა ცხოვრებაძემ ჯვრის მამის ეკლესიაში), ფოცხოვში რაიონში მდებარე ყელის ციხის გარნიზონის ერთერთი მეთაური, რომელიც 914 წელს არაბთა შემოსევისას, 28 დღიანი სისხლისმღვრელი საალყო ბრძოლის შემდეგ ჩავარდა ტყვედ და მიუხედავად დიდი დაპირებებისა და შემდეგ შეუბრალებელი წამებისა, არ უღალატა ღმერთს, საკუთარ ქვეყანას და მოწამებრივად აღესრულა 133 ქართველ მეომართან ერთად.
02შეძახილი და დევიზი
ლეგიონის შეძახილი ეფუძნება 1918-1922 წლების ორგანიზაცია შევარდენის შეძახილს. მეთაური: „გუშაგობ ერს!“ რაზმის პასუხი: „მარად!“. ჩვენი დევიზია: “ვგუშაგობთ ერს!”
პარტნიორები
ლეგიონი მჭიდროდ თანამშრობლობს თავდაცვის სამინისტროსთან, საპატრიარქოსთან, პარლამენტთან, მერიებთან და მუნიციპალიტეტებთან, განათლების სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან და ბოტანიკურ ბაღთან.
რატომ ლეგიონი?
- გახდებით დიდი პატრიოტული მოძრაობის წევრი და შეიძენთ მეორე ოჯახს
- სურვილის შემთხვევაში გახდებით თავდაცვის მოხალისე და შეისწავლით სამხედრო საქმეს
- თემატური სექციებში, კლუბებში და პროქტებში ჩართვით შეძლებთ თქვენი პოტენციალის რეალიზებას
- მონაწილეობას მიიღებთ პატრიოტულ, კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებში და თავდაცვის ძალების სწავლებებში
01რას აძლევს ლეგიონი ახალგაზრდას
- ახალგაზრდა ეჩვევა ჯგუფურ მუშაობას, იძენს თანამებრძოლებს, უმაღლდება თვითშეფასება და რწმუნდება საკუთარ თავში
- ძლევს შიშს და გაუბედაობას. იწყებს დამოუკიდებელ აზროვნებას და გადაწყვეტილებების მიღებას ექსტრემალურ სიტუაციაში. უძლიერდება ნებისყოფა და ამტანობა
- უყალიბდება ინიციატივის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ჩვევა
- წყდება ქუჩას და კრიმინალურ გარემოს
- ხდება შეკრული, მიზანზე ორიენტირებული ოჯახის წევრი, სადაც შეუძლია ცხოვრების ბოლომდე დარჩეს
ლეგიონის ყველა აქტივობა ნებაყოფლობითია და არ წარმოშობს რაიმე სახის იძულებით ვალდებულებას
