საბაზისო კურსი · 03
6 კვირიანი კურსი
ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას შეისწავლით, სასწავლო ცხრილი.
კურსანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
თქვენი ჯანმრთელობა უნდა იძლეოდეს ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის საშუალებას. არ უნდა გაწუხებდეთ ისეთი ქრონიკული ან ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს სამედიცინო ზედამხედველობას, ახლო წარსულში არ უნდა გქონდეთ გადატანილი მძიმე ოპერაცია, არ უნდა გქონდეთ მწვავე ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსია, ეპილეპსია, გულის მანკები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ასთმა.
მინიმალური აღჭურვილობა
- საველე პირობებში გამოსადეგი ტანსაცმელი და მოთელილი, საველე აქტიობების შესაბამისი ფეხსაცმელი
- მცირე ზურგჩანთა: სათადარიგო ტანსაცმელი, პირადი ჰიგიენის ნივთები, წყალი და საკვები
ვადები და რას შეისწავლით
- კურსი მოიცავს 7 საველე გასვლას (კვირადღეს) და 15 ლექციას (სამშაბათს და ხუთშაბათს)
- შეისწავლით: საველე ყოფას, პირველ ექიმამდელ დახმარებას, შენიღბვას და მცირე ჯგუფების ტაქტიკას, ტოპოგრაფია-ორიენტირებას და მეკლდეურობის საფუძვლებს
- ბონუს ლექციებში შედის: სამხედრო სისტემა, ტერმინალური ბალისტიკა - ტყვიის ზემოქმედება ადამიანის სხეულზე, თანამედროვე ომის ნიუანსები, ლეგიონის ეთოსი და დიზაინი, ადამიანი და ომი, 1918-1921 წლების ჯარი და საომარი კამპანიები
- კურსის ბოლოს ჩაგიტარდებათ წერითი ტესტირება
- თბილისის რაზმის ტრანსპორიტრებას უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტრო
