ლეგიონის ხედვა და გეგმები

 

2017-18 წლებში გვსურს ლეგიონის გაშლა რეგიონებში და საერთოეროვნულ ორგანიზაციად ქცევა, ამ მიზნით მიმდინარეობს ახალი დანაყოფების ფორმირება და ძველის სტრუქტურირება, სასწავლო პროცესის სტანდარტიზაცია, განყოფილებების და სექციების გადაწყობა, სამეთაურო და ინსტრუქტორების მომსამზადებელი კურსების ფორმირება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავდაცვის სამინისტრო ეხმარებიან ლეგიონს 2017 წლის აქტიობების ჩატარებაში. 2018 წელს მოსალოდნელია სახელმწიფო სტრუქტირებთან თანამშრომლობის გაღრმავება.  

წარმოგიდგენთ ლეგიონის ხედვას, სტრუქტურას, განყოფილებებს, გეგმებს და იმ სფეროებს რაშიც ჩვენი გულშემატკივრების დახმარება გვჭირდება.

 

გამგეობა
ლეგიონის მეთაური: გიორგი რაზმაძე, მოადგილე პაატა გიგაური, ლევან გეგეშიძე

 

თბილისის რაზმი
2017 წლის გაზაფხულის საბაზისო კურსს ატარებენ ის ლიდერები, რომლებმაც წარმატებით დაამთავრეს ლეგიონის ინსტრუქტორის კურსი.
2017 წლის შემოდგომის კურსზე ლეგიონის შტაბი განახორციელებს მხოლოდ ზედამხედველობას და დაკვირვებას. მომზადების მთელი პროცესი გამოცდილ ლეგიონერებს და ინსტრუქტორებს ჩაბარდებათ.
 

ინსტრუქტორების და ათმეთაურების მომზადება

შეირჩნენ თემატური ინსტრუქტორები, რომლებმაც გაიარეს გადამზადება და დაევალათ (მათი სურვილის მიხედვით) ლეგიონის კონკრეტული სასწავლო თემატიკის (ერთი, ან რამდენიმე თემის) ღრმად შესწავლა და სხვების სწავლება.
აღსაღნიშნავია, რომ ინსტრუქტორი არ ნიშნავს ათმეთაურს. ათმეთაური არის ლეგიონერი, რომელიც საბაზისო კურსის განმავლობაში იბარებს 8 ახალწვეულს და მუშაობს მათთან, მეთაურისთვის არაა სავალდებულო ლექციების ჩატარება.

 

საინფორმაციო განყოფილება
ოფიციალური საიტები, ვიდეო და ფოტო არხები, ლეგიონის გაზეთი, პრესასთან ურთიერთობა

 

განათლების განყოფილება

სამეთაურო, ინსტრუქტორების და საბაზისო კურსების ორგანიზება. სასწავლო მასალების სტანდარტიზაცია.

 

12-14 წლის ბავშვების სექცია
პატარა ასაკის ბავშვებს პერიოდულად ვთავაზობთ ერთდღიან საველე მომზადებას.

 

სპორტული სექცია
მიმდინარეობს სექციის ფორმირება.

 

სამედიცინო სექცია
კურირებას უწევს ყველა სამედიცინო აქტიობას ლეგიონში. აბარია სასწავლო მასალების სტანდარტიზაცია და უკვე ატარებს შესაბამის სწავლებებს.

 

დრონების ესკადრილია
ჩამოყალიბდა ახალი დანაყოფი: „ლეგიონის დრონების ესკადრილია N1 (თბილისი)“. შეძენილია DJI Phantom 3 Advanced და სასწავლო-სპორტული დრონი.
ვეცდებით რომ ესკადრილიაში, 2018 წელს, სრულად დაკომპლექტების შემთხვევაში იყოს 2 სასწავლო დრონი და ორიც DJI Phantom 3.

 

საექსპედიციო მომზადების სექცია
კურირებას გაუწევს სალაშქრო საქმეს ლეგიონში.
ლეგიონის წევრებისთვის და არა მარტო მათთვის ჩაატარებს გასამხედროებულ, ან სპეციალიზირებულ ლაშქრობებს და ცალკეულ კურსებს/ლექციებს, მაგ.: თვითგადარჩენა, მზადება კატასტროფისთვის, მეკლდეურობა, სალაშქრო კვება, ზამთრის ლაშქრობა, S.T.O.P. და ა.შ.

 

სამხედრო-ისტორიის სექცია
ლეგიონში დაგროვდა დიდი რაოდენობით სამხედრო-ისტორიიული მასალა. სექციამ დაარსა "1918-1921 წლების შეიარაღებული ძალების" საიტი და ეტაპობრივად ასაჯაროებს მასალებს.
2017 წელს უნდა დაიწყოს ახალი არქეოლოგიური პროექტი, რომლის მსგავსიც ჯერ არ განხორციელებულა საქართველოში.

 

კადრების და სტატისტიკის განყოფილება
გარკვეული ფორმით ეხლაც არსებობს, მაგრამ მოხდება გადაწყობა.

 

რეგიონები

გორში და ახალციხეში მიმდინარეობს საბაზისო მომზადების კურსი. დაფინანსების შემთხვევაში ილიალები დაარსდება სხვა რეგიონებშიც.

 

ეს ყველაფერი კეთდება დროის უკიდურესი სიმცირის პირობებში, ჩვენ არ გვყავს სრული დროით დასაქმებული ლეგიონერები და აქტიობები ტარდება სამსახურისგან და სწავლისგან თავისუფალ დროს.

 

ლეგიონს ესაჭიროება ფინანსური თანადგომა, დამატებითი აღკაზმულობის, იარაღის მულაჟების, დრონების, რეგიონებიდან ტრანსპორტირების და სხვა აქტიობებისთვის. ზედმეტ 20 ლარსაც მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. თუ გაქვთ სურვილი და თანადაფინანსების შესაძლებლობა, შეგიძლიათ თანხა გადმორიცხოთ შემდეგ ანგარიშზე (მიუთითეთ სფერო რომლის დაფინანსებასაც ისურვებდით):

 

საბანკო რეკივზიტები
თიბისი ბანკი /ბანკის დასახელება/ TBCBGE22 /ბანკის კოდი/
GE20TB7036636020100009 /ანგარიშსწორების ანგარიში/

 

ლეგიონი წარადგენს ხარჯვითი ნაწილის დეტალურ ანგარიშს.


 

ინფორმაცია

ლეგიონი წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს (საიდინტეფიკაციო ნომერი 405042403), რომელიც იმყოფება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მფარველობის ქვეშ და გაფორმებული აქვს მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსთან (ეროვნული გვარდია).   

კონტაქტი

 

 


საავტორო უფლება © გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონი